• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სპორტი

მესიმ თავისი საყვარელი გოლი დაასახელა და მას ქველმოქმედებას მოახმარს

მაისი 23, 2025
ში სპორტი
მესიმ თავისი საყვარელი გოლი დაასახელა და მას ქველმოქმედებას მოახმარს
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ გაამხილა, რომელს გოლს მიიჩნევს თავის კარიერაში უდიადესად. ეს არ არის მისი რომელიმე ცნობილი სოლოგარღვევა ან გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე. საქვემმოქმედო ინიციატივის რანგში, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა აირჩია მის მიერ 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში თავით გატანილი გოლი. პროექტი სახელწოდებით „გოლი ცხოვრებაში“, რომელიც Inter Miami CF Foundation-ის მიერ არის ორგანიზებული, აერთიანებს სპორტს, ხელოვნებასა და სოციალურ ზემოქმედებას და აგროვებს თანხებს განმანათლებელი პროგრამებისთვის ღარიბ რაიონებში.

ამ გოლმა, რომელიც მესიმ 2009 წლის 27 მაისს რომის „ოლიმპიკოზე“ გაიტანა, გაამყარა „ბარსელონას“ გამარჯვება და ისტორიული სეზონის მწვერვალი გახდა, რომელიც ტრებლის მოგებით დასრულდა. მესი 2.7 მეტრზე ახტა, რათა ჩავის პასისთვის მიმართულება შეეცვალა და იდეალური თავური დარტყმით ბურთი ედვინ ვან დერ სარის კარში ჩაუშვა – ეს მომენტი „ბარსელონას“ ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.

„იმის გამო, რას ნიშნავდა და რა მომენტში იყო გატანილი – ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი გოლი იქნება. ეს იყო დაუჯერებელი სეზონის იდეალური ფინალი. ყოფილა სხვა გოლებიც, უფრო ლამაზიც ან ემოციურიც, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღიარა მესიმ.

ახლა, ეს გოლი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გარდაიქმნება ხელოვნების უნიკალურ ციფრულ ნაწარმოებად თურქული წარმოშობის ამერიკელი მხატვრის რეფიკ ანადოლის მიერ. ბიოსენსორების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ეპიზოდის დეტალური მონაცემების გამოყენებით, ანადოლი აღადგენს ამ მომენტს უნიკალური ვიზუალური და ემოციური ნაწარმოების სახით, რომელსაც Christie’s-ის აუქციონზე გამოიტანენ. მიღებულ თანხას გამოიყენებენ საგანმანათლებლო და ინკლუზიური სოციალური პროგრამების დასახმარებლად.

არტ-ობიექტის პრემიერა ონლაინ 11 ივნისს შედგება, 15-დან 22 ივლისამდე კი მას წარადგენენ ნიუ იორკში. აუქციონი Christie’s-ის ციფრულ პლატფორმაზე გაიმართება. ამ საქველმოქმედო პროექტისთვის უეფა-მ ვიდეომასალების გამოყენებისთვის ყველა საჭირო უფლება გადასცა ორგანიზატორებს.

კამპანიის პრომორგოლმა, რომელსაც მსახიობი მორგან ფრიმანი ახმოვანებს, უკვე 50 მილიონზე მეტი ნახვა აქვს Instagram-ში. ესპანურენოვანი ბაზრებისთვის კადრსმიღმა ტექსტს კითხულობს გილერმო ფრანჩელა. გულშემატკივრები და ჟურნალისტები სხვადასხვა პროგნოზს აკეთებდნენ მესის არჩევანზე – ვიღაც ელოდა, რომ ეს იქნებოდა მისი მეორე გოლი საფრანგეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ან დიეგო მარადონას სტილში სოლოგარღვევა „ხეტაფეს“ წინააღმდეგ… მაგრამ მესის საბოლოო არჩევანი გაკეთებულია პირადი და სიმბოლური მნიშვნელობით.

„ეს გოლი მხოლოდ მოგონება არ არის. ეს გზავნილია. ეს გოლი იმაზეა, რას მივაღწიეთ ერთად, როგორც გუნდმა, ახლა კი ის არის გოლი სხვების დასახმარებლად. ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას“, – აღნიშნა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია