• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი და ამაში უნდა მივბაძოთ მას

მაისი 24, 2025
ში რელიგია
მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი და ამაში უნდა მივბაძოთ მას

x

0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან… მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან…

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს – ნიკოლოზობას, ღირსი შიო მღვიმელისა და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

როდესაც ვეცნობით ასეთი დიდი წმინდანების ცხოვრებას, მათ ღვაწლს, ჩვენ ვუკვირდებით მათი სიწმინდის თავისებურებებს და შთაგონებას ვიღებთ ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ყოველი მათგანი თავისებურია, განუმეორებელია, რადგან, საერთოდ, ყოველი ადამიანი განუმეორებელია; ზოგადად, სიწმინდეს არ გააჩნია რაიმე შაბლონი ან ტრაფარეტი.

ამიტომ ჩვენ ვეძებთ მათში ამ თავისებურებას, რომ მივბაძოთ, განვახორციელოთ და გავხსნათ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც განუმეორებელია და არ ჰგავს სხვისას. ქრისტიანული ცხოვრება და ღვაწლი არ შეიძლება იყოს სხვანაირი, რადგან სულიერი ცხოვრების მიზანია სულიწმინდის მოპოვება და ჩვენში ღვთის ხატების გახსნა. ეს არის მიზანი. ამიტომ უნდა ვბაძავდეთ წმინდანებს, ვინც ამას მიაღწია, მადლიც მოიხვეჭეს და მათში ბრწყინავს ხატება ქრისტესი, მაგრამ ბრწყინავს ყოველ მათგანში განსხვავებულად.

რა იყო წმინდა ნიკოლოზის სიწმინდის თავისებურება? მის ტროპარში რა სიტყვებს ვგალობთ ჩვენ? „კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე”. ე.ი. ამ სიმდაბლეზეა საუბარი, იმ საოცარ სიმდაბლეზე, რომლითაც იგი ამაღლდა ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე. ეს ის სიმდაბლე და სიმშვიდეა, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ დილის ლოცვებში, საღამოს ლოცვებსა თუ სხვადასხვა ლოცვებში.

ძვირფასო ძმებო და დებო, რატომ არის ტროპარში ასე ხაზგასმული, რომ სიმდაბლით მოიპოვე სიმაღლე? იმიტომ, რომ სულიერ ცხოვრებაში არსებობს ღვთისგან დადგენილი ნორმები და კანონები; მხოლოდ ამ კანონებისა და სულიერი ნორმების შესრულებით შეიძლება მიაღწიო სიწმინდესა და სულიერებას.

ამ კანონთა შორის უპირველესი არის სულიერი კანონი სიმდაბლის შესახებ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სულიწმინდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან და, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს სიმშვიდეც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

მაშ, რა გვაკლია? სიმდაბლეც გვაკლია და სიმშვიდეც, მაგრამ სიმდაბლის მოპოვება რთულია, სიმშვიდის მოპოვებაც რთულია. ეს არის ჯვრის ზიდვა, მაგრამ გავიხსენოთ დღეს წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 38). ამდენად, ჯვრის ზიდვა არის აუცილებელი, მაგრამ ეს დაკავშირებულია ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლასთან, ცოდვები კი შედეგია იმისა, რომ ჩვენ არ ვებრძვით ჩვენს ვნებებს; განსაკუთრებით, არ ვებრძვით ყოველივე იმას, რაც გვართმევს სიმდაბლეს, რაც ხელს გვიშლის სიმდაბლის და სიმშვიდის მოპოვებაში. ამ დროს კი გზა ქრისტესკენ მხოლოდ ამ თვისებებზე გადის.

წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი მფარველი, მსწრაფლშემწე, ის ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ იგი მხოლოდ იქ არის, სადაც არის ეს ნამდვილი ბრძოლა ვნებებთან, ნამდვილი ბრძოლა ცოდვებთან.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვევედროთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაგვაძლიეროს ამ გზაზე, ვნებებთან ბრძოლის გზაზე, ჩვენს ამპარტავნებასთან, ქედმაღლობასთან, არაწმინდებასთან, სხვადასხვა ვნებასთან და მეოხ გვეყოს, შეგვეწიოს, ევედროს უფალს, რომ ღმერთმა მოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, ჩვენი განმამტკიცებელი ამ გზაზე.

ასევე შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: იყავით წმინდა, როგორც მამა თქვენი წმინდა არს (ღმერთზეა საუბარი). რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი სიწმინდე ვერ გვექნება, როგორიც ამ დიდებულ წმინდანებს ჰქონდათ, მაგრამ ვალდებული ვართ, მივბაძოთ მათ და ამ სიწმინდის გზაზე ვიაროთ, თუ ვართ ქრისტიანები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზმა გაგახაროთ, დაგლოცოთ. წმინდა ნიკოლოზის მადლით უფალმა დალოცოს ეს შესანიშნავი ტაძარი, სამღვდელოება ამ ტაძრისა; მამა მაქსიმე, მამებო, მადლობა დღევანდელი მსახურებისთვის. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტოში ფინანსური იღბლის პიკი ზოდიაქოს ორ ნიშანს ელოდება – ვინ მოიგებს „ჯეკპოტს“

ივლისი 23, 2025
პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეხება – რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? – მათემატიკური მოდელის პასუხი

რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? – მათემატიკური მოდელის პასუხი

ოქტომბერი 25, 2025
ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ყავა, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იყიდებოდა, უკან გაიწვიეს

ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ყავა, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იყიდებოდა, უკან გაიწვიეს

ოქტომბერი 25, 2025
ექიმებმა კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

ექიმებმა კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

ოქტომბერი 25, 2025
როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა – sciencealert

როცა ტვინი საკუთარ “ხმას” ვერ ცნობს: სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა – sciencealert

ოქტომბერი 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია