• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

ტეხასის წიგნის კლუბში ერთ წიგნს უკვე 12 წელია კითხულობენ

მაისი 25, 2025
ში მსოფლიო
ტეხასის წიგნის კლუბში ერთ წიგნს უკვე 12 წელია კითხულობენ

Reading book while drinking coffee on balcony

0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

თუ გაღელვებთ, რომ რომელიმე წიგნის დამთავრებას მეტისმეტად დიდ დროს მოუნდით, ამ ამერიკელი მკითხველების გაცნობა ალბათ განუგეშებთ. ტეხასის შტატის დედაქალაქში, ოსტინში, წიგნის კლუბი უკვე ათწლეულზე მეტია, ერთსა და იმავე ნაწარმოებს კითხულობს, მაგრამ ჯერ ბოლოშიც კი არ გასულან.

საუბარია ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის, 1939 წელს გამოქვეყნებულ სქელტანიან რომანზე ფინეგანის სამძიმარი. თითქმის 700-გვერდიან ექსპერიმენტულ ნაწარმოებს, რომელიც წინადადების ფრაგმენტებით იწყება და სრულდება, სიუჟეტური ხაზი და ფაბულა, ფაქტობრივად, არ აქვს, ტექსტში კი რამდენიმე ენაა გამოყენებული. ერთ-ერთ ყველაზე რთულად საკითხავ ავტორად მიჩნეული ჯოისისთვის ეს ბოლო რომანი იყო, რომელიც დღეს უკვე კლასიკადაა აღიარებული.

ტეხასში შექმნილი წიგნის კლუბი კი ამ კლასიკის გაგებას უკვე 12 წელია, ცდილობს. მეტიც, კლუბი საგანგებოდ ამ წიგნის წასაკითხად შეკრებილა. დამფუძნებელი პიტერ კვადრინოს ხელმძღვანელობით, მკითხველები ყოველკვირეულად ხვდებიან და, არც მეტი, არც ნაკლები, 1 გვერდს კითხულობენ.

შეკრება ერთმანეთის მოკითხვით იწყება, მერე კლუბის წევრები წრიულად სხდებიან და კითხვას შეუდგებიან ხოლმე. თითოეული მხოლოდ ორ წინადადებას კითხულობს, გვერდის ჩამთავრების შემდეგ კი ისინი წაკითხულის განხილვას იწყებენ და ტექსტიდან აზრის გამოტანას ერთად ცდილობენ.

“თავიდან, ყოველ შეხვედრაზე ორ-ორ გვერდს ვკითხულობდით”, — იხსენებს პიტერი, — “ერთხელაც, გვერდებზე იმდენი რამ მოხდა და იმდენხანს გაგვიგრძელდა განხილვა, რომ გადავწყვიტეთ, რაოდენობა შეგვემცირებინა”.

პიტერის დაფუძნებული წიგნის კლუბი მსოფლიოში ერთადერთი როდია, რომელიც მხოლოდ ფინეგანის სამძიმრის საკითხავად შეიქმნა. ჯოისის ამ უცნაური ნაწარმოების გასაგებად ლიტერატურის მოყვარულები იკრიბებიან ნიუ-იორკში, დუბლინში, კიევში და კიდევ არაერთ სხვა ქალაქში.

“ჯოისისადმი მიძღვნილ კონფერენციებზე ექვს სხვადასხვა ქვეყანაში გამოვსულვარ და ასე მსოფლიოში უამრავი მეგობარი შევიძინე”, — ამბობს კვადრინო.

კლუბის წევრებს კი რომანის დასრულება სულაც არ ეჩქარებათ. როგორც ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანი კითხვის პროცესია და არა — ბოლოში გასვლა.

“არც კი მიფიქრია, რა უნდა ვქნათ, როცა დავასრულებთ. არ მინდა, მოვრჩეთ”, — აღნიშნავს კლუბის ხელმძღვანელი, — “რომ მოვრჩებით, ალბათ ისევ წრეს შევკრავთ და კითხვას თავიდან დავიწყებთ”.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია