• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეს საიტერესოა

კუნთების გასაზრდელად ხორცის ჭამა არაა საჭირო – კვლევა

მაისი 25, 2025
ში ეს საიტერესოა
კუნთების გასაზრდელად ხორცის ჭამა არაა საჭირო – კვლევა

Studio man portrait.

0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

 მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ რეაგირებს კუნთის ცილის სინთეზი სპეციალურ 9-დღიან დიეტაზე, რომელიც წონებით ვარჯიშთანაა კომბინირებული. მათ სამი მთავარი კითხვა ჰქონდათ: რამდენად მოქმედებს კუნთის ზრდაზე ცილის წყაროს სხვაობა — ცხოველური ან მცენარეული? აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორაა განაწილებული მთელ დღეზე ცილის მიღება? აქვს თუ არა შედეგზე გავლენა ცილის ყოველდღიურად მიღებას ზომიერი, მაგრამ საკმარისი (1.1-1.2 გრამი ყოველ კილოგრამზე) რაოდენობით?

ამ კითხვებზე მკვლევართა პასუხი “არა” არის.

“დიდი ხანია, არსებობს მოსაზრება, რომელსაც დოგმაც შეიძლება ვუწოდოთ, რომ ცხოველური წარმოშობის ცილები კუნთის ზრდის მხრივ უპირატესია. ეს სათავეს იღებს ადრეულ კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ ცხოველური ცილის შემცველი საკვების ერთხელ მიღება კუნთის ცილის სინთეზს უფრო მეტად ასტიმულირებდა, ვიდრე ვეგანური საჭმელი.

ამაზე დაფუძნებული ჩვენი ზოგადი ჰიპოთეზა სწორედ ის იყო, რომ ცხოველური საკვების მიღება კუნთის ზრდის მისაღწევად უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ამის მიუხედავად, მხოლოდ ერთი კერძის შემდეგ ჩატარებული დაკვირვებები, შესაძლოა, ხანგრძლივი ვეგანური დიეტის ეფექტს არა ასახავდეს”, — აცხადებს ნიკოლას ბარდი, ჯანმრთელობისა და კინეზიოლოგიის პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტიდან.

ერთ-ერთი ასეთი კვლევისას მეცნიერებმა კუნთის ზრდა ხორცისმჭამელ და ვეგან ადამიანებში შეისწავლეს, რომლებიც 10 კვირის განმავლობაში წონებით ვარჯიშობდნენ. სხვაობა არ დაფიქსირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მონაწილეები ყოველდღიურად სხეულის თითო კილოგრამზე 1.6-დან 1.8 გრამამდე ცილას იღებდნენ. ეს აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც კუნთის ცილის სინთეზისთვისა და ვარჯიშით მისი გაზრდის მაქსიმალური შედეგისთვისაა საჭირო. ასევე, ვეგან მონაწილეებს ცილის დანამატები ეძლეოდათ, რაც მათ რეალურ კვების რაციონს არ შეესაბამება.

ახალი კვლევის ავტორებმა ხორცისმჭამლებისა და ვეგანების ჩვეულებრივი დიეტის გავლენა გააანალიზეს. ისინი 20-40 წლის ფიზიკურად აქტიურ 40 ჯანმრთელ მოხალისეს შესაბამის საკვებს თავად აწვდიდნენ. პირველი ჯგუფის ცილის წყაროს 70% ცხოველური იყო (ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, რძის ნაწარმი და კვერცხი). ვეგანებში ამინომჟავების ბალანსი კონტროლდებოდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი სრულ ცილებს იღებდნენ.

ორივე ჯგუფი შიგნითაც დაჰყვეს: განაცალკევეს ისინი, ვინც 3 კვების განმავლობაში ცილას თითქმის ერთნაირი ოდენობით იღებდა და ისინი, ვინც 5 კვების განმავლობაში ცილის მეტ ოდენობას უფრო დღის ბოლოსკენ იღებდა. თითოეული მათგანი ლაბორატორიაში სამ დღეში ერთხელ სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებდა. მათ ფიზიკურ აქტიურობას სათანადო მოწყობილობით სახლის პირობებშიც აკვირდებოდნენ.

მონაწილეები ყოველდღიურად ბევრ წყალს სვამდნენ, რომელშიც წყალბადის იზოტოპი დეიტერიუმი იყო. ის ამინომჟავებში წყალბადის ატომებს ანაცვლებდა და კუნთის ქსოვილში შეღწევადობის გაანალიზებას ხდიდა შესაძლებელს, ანუ ინდიკატორის როლს ასრულებდა. ასევე, ცდის დასაწყისსა და დასასრულს მონაწილეების ფეხის კუნთის ნიმუშები აიღეს.

დადგინდა, რომ ხორცისმჭამლებსა და ვეგანებს შორის კუნთის ცილის სინთეზის სხვაობა არ ფიქსირდებოდა. ასევე, კუნთის ზრდაზე დღის განმავლობაში ცილის განაწილებასაც არ ჰქონდა გავლენა. შედეგად დაასკვნეს, რომ ცილის წყარო, მისი მიღების დრო და ზომიერი რაოდენობა წონებით ვარჯიშისას სხვაობას არ იძლევა.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია