• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: მიყვარს ფეხბურთი და მისით სიამოვნებას ვიღებ, არასდროს ვფიქრობ წინასწარ გოლზე ან ასისტზე

მაისი 26, 2025
ში სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია: მიყვარს ფეხბურთი და მისით სიამოვნებას ვიღებ, არასდროს ვფიქრობ წინასწარ გოლზე ან ასისტზე
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, რომელიც ახლა სპორტულ ჟურნალისტად მუშაობს პარიზში იმყოფება, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს შეხვდა. ინგლისელმა მოკლე ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთანაც ჩაწერა.

საფეხბურთო კუმირი

„ჩემი საფეხბურთო კუმირი კრიშტიანუ რონალდუა, ბავშვობაში მის თამაშებს ვუყურებდი ყოველთვის და ბევრ რამეს ვსწავლობდი. ყველამ ვიცით, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში. რომ შემეძლოს მისგან ბევრ რამეს წამოვიღებდი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ რაც მასში მომწონს არის პროფესიონალიზმი, თუ როგორ ცხოვრობს, ვარჯიშობს და ემზადება“.

მცველთან თამაშის მანერა

„როდესაც მოტყუებაზე მივდივარ, ვცდილობ რაც შეიძლება სისწრაფით წავიდე მცველზე, მერე კი ყველაფერი ინსტინქტებზეა დამოკიდებული. წინასწარ არასდროს მაქვს განსაზღვრული თუ რას გავაკეთებ. ვცდილობ ჩემი სხეული სწრაფად ვამოძრაო და მეტოქე ფეხბურთელები ასე დავიჭირო მოძრაობაზე. საფრანგეთში საკმაოდ მარალი დონის მცველები არიან, მაგრამ ყველაზე მაღალი დონის მცველი ვის წინააღმდეგაც მითამაშია ტრენტ-ალექსანდრ არნოლდია“.

გოლების და საგოლე პასების მნიშვნელობა

„მე მიყვარს ფეხბურთი და მისით სიამოვნებას ვიღებ, არასდროს ვფიქრობ წინასწარ გოლზე ან ასისტზე. დღეს ყველა სტატისტიკებს უყურებს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გუნდია და მისი წარმატება. რა თქმა უნდა, გოლი და ასისტიც მნიშვნელოვანი, თუმცა არის მომენტები, როდესაც კარგად თამაშობ, მაგრამ გოლი არ გადის, რადგან უბრალოდ შენი დღე არ არის“.

ჯერ კიდევ სწავლის პროცესი

„ვცდილობ ყოველთვის განვითარდე, ხშირად ვუყურებ ვიდეოებს სხვადასხვა ფეხბურთელის, რადგან უფრო მეტი ვისწავლო. ერთი თვის წინ ძალიან ხშირად ვუყურებდი რონალდინიოს ვიდეოებს. ხანდახან ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი შემდეგ მოედანზე გადავიტანო“.

დაცვაში თამაშის კომპონენტი

„დღევანდელ ფეხბურთში შეტევასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ, როგორ იცავ თავს. როდესაც კონტესთან ვმუშაობდი, ის დამეხმარა, რომ უფრო მეტად მომემატებინა დაცვაში თამაში და ფიზიკურად გავძლიერებულიყავი. ახლა ვცდილობ, რომ ამ კომპონენტში უფრო განვითარდე და ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო. ფიზიკურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არის მომენტები, როდესაც გინდა დაცვას დაეხმარო, თუმცა ამის ენერგია უბრალოდ არ გაქვს. მე და მენდეში თამაშის დროს ხშირად ვსაუბრობთ, თუ როგორ ჯობია დავიცვათ თავი“.

პსჟ-ს შეტევა

„პსჟ-ში გადმოსვლამდე ამ გუნდის თამაშს ხშირად ვუყურებდი. ჩვენი შეტევა საოცარია. წინ ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი“.

უსმან დემბელეს შესახებ

„დემბელე გასაოცარი ფეხბურთელია, როგორც მოედანზე ისე მის მიღმა. მას საოცარი სისწრაფე და ტექნიკა აქვს. ის უბრალოდ გასაოცარია. მედიაში რაც იწერება, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათ არ იციან, თუ რა ხდება უშუალოდ გუნდში. დემბელეს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ის უშუალო ადამიანია, რომელიც მოდის გესაუბრება და გეხმარება, ასევე, იღებს რჩევებს შენგან“.

დეზირე დუეს შესახებ

„ის მხოლოდ 19 წლისაა და უკვე საოცარი ფეხბურთელია. ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფია, ტექნიკურია, უბრალოდ საოცარია. ხშირად, 18-19 წლის ასაკში ფეხბურთი ძალიან უყვართ, მაგრამ არ არიან დიდი პროფესიონალები. თუმცა ეს ბიჭი საოცარი პროფესიონალია, ფოკუსირებულია, ბევრს მუშაობს, განსაკუთრებული ბიჭია“.

კონკურენციის დადებითი გავლენა

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ყველას უნდა თამაში, ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ მოქმედებს, რადგან ვცდილობთ ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლოთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ. აქ არ არსებობს შეკითხვა: მე რატომ არ ვთამაშობ ან ის რატომ თამაშობს, ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, მოედანზე ყველა მაქსიმუმს ვაკეთებთ, რადგან თუ არ გავაკეთებთ, მომდევნო მატჩში სათადარიგო სკამზე იქნები (იღიმის). ვფიქრობ, ეს გუნდისთვისაც უკეთესია, რაც შედეგზეც აისახება“.

ლუის ენრიკესთან დიალოგი

„ლუის ენრიკეს ჩემი გადმოყვანა გასულ წელსაც სურდა, მაგრამ „ნაპოლიში“ დარჩენა მომიწია. მან მითხრა, რომ სტარტი ადვილი არ იქნებოდა. ამიხსნა, რომ ძალიან კარგი შემტევები გვყავდა, მაგრამ სურდა, დაცვაშიც ასევე კარგად გვეთამაშა. როდესაც ასეთ გუნდში მოდიხარ, რთულია ისინი გააკვირვო, რაღაც განსხვავებული აჩვენო, რადგან ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები არიან. ამიტომ, მივხვდი, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად უნდა მოვმზადებულიყავი, კონცენტრაცია შემენარჩუნებინა, რათა მცველებს კარგად დავხმარებოდი. ვფიქრობ, ჩემთან ლუის ენრიკეს საუბრის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო – დაცვაში ისევე კარგად უნდა მეთამაშა, როგორც შეტევაში“.

პსჟ-ს პლუსები შეტევაში

„ჩვენი თამაშის დიდი პლიუსია ის ფაქტი, რომ შეტევის დროს ძალიან ბევრს ვმოძრაობთ და ფეხბურთელები პოზიციებს ხშირად ვცვლით, ეს გვეხმარება უფრო მეტი სივრცეების პოვნაში და მეტოქე გუნდის მცველებს ყურადღებას ვუფანტავთ“.

პსჟ-ში ადაპტაცია

„როდესაც აქ ჩამოვედი, პირველივე წამიდან ვიგრძენი, რომ ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, რამაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებდი. ფეხბურთელებმაც და ყველა მომუშავე პერსონალმა კარგად მიმიღეს და დამეხმარნენ ადაპტაციის პერიოდში“.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია