• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

ლივერპულში ავტომობილის ფეხბურთის გულშემატკივრებში შევარდნის შედეგად 27 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორის არიან ბავშვები

მაისი 27, 2025
ში მსოფლიო
ლივერპულში ავტომობილის ფეხბურთის გულშემატკივრებში შევარდნის შედეგად 27 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორის არიან ბავშვები
0
გაზიარება
10
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში ფეხბურთის გულშემატკივრების ბრბოში ავტომობილის შევარდნის შედეგად 27 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ინციდენტი 26 მაისს, პრემიერ ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატის აღსანიშნავი აღლუმის დროს მოხდა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია „53 წლის თეთრკანიანი ბრიტანელი მამაკაცი ლივერპულის რაიონიდან“, რომელიც, მათი თქმით, იმ მანქანის მძღოლია, რომელიც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ჩემპიონობის აღნიშვნისას გულშემატკივრების დიდ ჯგუფს შეეჯახა.

ოც ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილი 27 ადამიანიდან ოთხი ბავშვია. ერთი ბავშვი და ერთი ზრდასრული მძიმე მდგომარეობაში არიან. ავტომობილის ქვეშ მოყოლილი ოთხი ადამიანი მეხანძრე მაშველებმა გამოიყვანეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ვარდებიან ადამიანები ჰაერში, როდესაც მანქანა გამვლელებს ეჯახება.

 

როდესაც მანქანა გაჩერდა, გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა მას ალყა შემოარტყეს და ფანჯრების ჩამსხვრევა სცადეს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლები ჩაერივნენ, რათა მათთვის მძღოლთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო იზოლირებული ინციდენტი და ამ დროისთვის ჩვენ არ ვეძებთ სხვა ვინმეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ეს ინციდენტი არ განიხილება, როგორც ტერორიზმი“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჯენი სიმსმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ლივერპულში მომხდარს „საშინელება“ უწოდა.

„ჩემი ფიქრები ყველა დაშავებულთან, ან დაზარალებულთანაა. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას და სასწრაფო დახმარების სამსახურებს ამ შოკის მომგვრელ ინციდენტზე სწრაფი და მიმდინარე რეაგირებისთვის. მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას ვიღებ და გთხოვთ, პოლიციას მივცეთ გამოძიების ჩასატარებლად საჭირო სივრცე“, – წერს სტარმერი X-ზე.

ინციდენტს თავად საფეხბურთო კლუბიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიციასთან პირდაპირ კონტაქტშია.

„ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც ამ სერიოზული ინციდენტის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა „ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია