• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

ზელენსკი რუსეთის იერიშებზე: ამ გზით პუტინი აჩვენებს, თუ რამდენად სძულს მსოფლიო, რომელიც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს მასთან „დიალოგზე“, ვიდრე რეალურ ზეწოლაზე

მაისი 28, 2025
ში მსოფლიო
ზელენსკი რუსეთის იერიშებზე: ამ გზით პუტინი აჩვენებს, თუ რამდენად სძულს მსოფლიო, რომელიც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს მასთან „დიალოგზე“, ვიდრე რეალურ ზეწოლაზე
0
გაზიარება
19
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ და კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ძალისხმევა რუსეთის მიმართ ზეწოლაზე უნდა მიმართოს და არა – „დიალოგზე“. მისი თქმით, მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლება რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ღამის საჰაერო დარტყმების შეჩერება.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე განაცხადა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ ჩვენი ქალაქებისა და თემების წინააღმდეგ ყველაზე მეტი დრონი გამოიყენა. 355 მოიერიშე დრონი, რომელთა უმეტესობა „შაჰედებია“. ასევე, გამოიყენეს 9 ფრთოსანი რაკეტა. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ სრული დაუსჯელობის განცდას შეუძლია, რუსეთს ასეთი დარტყმების განხორციელების და მათი მასშტაბის გაზრდის უფლება მისცეს.

„ამაში რეალური სამხედრო ლოგიკა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური აზრი. ამ გზით პუტინი აჩვენებს, თუ რამდენად სძულს მას მსოფლიო, რომელიც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს მასთან „დიალოგზე“, ვიდრე რეალურ ზეწოლაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კრიმინალის მსგავსად, რუსეთის ჩარჩოებში მოქცევა მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება.

„მხოლოდ ძალით – შეერთებული შტატების ძალით, ევროპის ძალით, ყველა იმ ერის ძალით, რომლებიც სიცოცხლეს პატივს სცემენ – შეგვიძლია მივაღწიოთ ამ დარტყმების სრულ შეწყვეტას და რეალურ მშვიდობას. რუსული დარტყმების ზრდას სანქციების გაძლიერებით უნდა ვუპასუხოთ. რუსეთის მიერ დიპლომატიის უგულებელყოფას და ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმასაც კი უნდა ვუპასუხოთ რუსული ფინანსებისა და რუსული ნავთობით ვაჭრობის ბლოკირებით“, – აცხადებს ზელენსკი.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ყველას, ვინც სწორედ ამ ტიპის ძლიერ დღის წესრიგს უჭერს მხარს.

„რუსეთმა თავისი ომი უნდა დაასრულოს და იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მათ უნდა ჩამოვართვათ ის რესურსები, რომლებიც მათი ბრძოლის სურვილს აღვივებს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია