• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

რამდენი ხანი დასჭირდება რუსეთს ევროპაზე თავდასხმისთვის? – უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პროგნოზი

მაისი 28, 2025
ში მსოფლიო
რამდენი ხანი დასჭირდება რუსეთს ევროპაზე თავდასხმისთვის? – უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პროგნოზი
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

უკრაინაში ომის დასრულებიდან 2-4 წლის შემდეგ, რუსეთი ტექნიკურად მზად იქნება ევროპის წინააღმდეგ აგრესიისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ ივაშჩენკომ „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „უკრაინა არ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის მებრძოლი ქვეყანა“, არამედ „ევროპის ფარია“ და სანამ ის რუსეთის შეჭრას აკავებს, სხვა ქვეყნებს მომზადების დრო აქვთ, რადგან რუსეთს არა მხოლოდ უკრაინაზე სრული კონტროლი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენა სურს, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებზე თავდასხმასაც ამზადებს.

„დროის საკითხია, თუ ვინ იქნება შემდეგი. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ ევროპა რისკის ქვეშ არიან. ჩვენი ანალიტიკოსები აღარ კითხულობენ, გაბედავს თუ არა რუსეთი სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. კითხვები განსხვავებულია. როდის და საიდან?“ – აღნიშნა ივაშჩენკომ.

საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ აგრესიისთვის 2-4 წელიწადში მოემზადება, ხოლო თუ სანქციები მოიხსნება, მაშინ კიდევ უფრო სწრაფად.

„ჩვენი პროგნოზების თანახმად, რომლებსაც ევროპელი კოლეგებიც იზიარებენ, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსეთს საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად 2-4 წლამდე დასჭირდება. თუ სანქციები მოიხსნება, გადაიარაღების პროცესი გაცილებით სწრაფად წავა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ახლა რუსეთი ჰიბრიდულ თამაშს თამაშობს, რათა „მოკავშირეები გაწყვიტოს, უკრაინის მხარდაჭერა შეამციროს და უნგრეთის მეშვეობით გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს“.

ივაშჩენკოს თქმით, არმიის ბაზების გაფართოება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ნატოს ქვეყნებზე თავდასხმისთვის ემზადება.

„რუსეთი ემზადება. იქნება ოპერატიული მიმართულება – კოლას ნახევარკუნძული, ფინეთი. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ ახალი სამხედრო ნაწილების მშენებლობას. რაც შეეხება ლიანდაგებს, ეს არის ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც მშვიდობიანი, ასევე, სამხედრო მიზნებისთვის“, – განმარტა მან.

ივაშჩენკოს თქმით, რუსეთი ამ ეტაპზე ომის შეჩერებას არ აპირებს, მიუხედავად დანაკარგებისა, რომელსაც განიცდის.

„ისინი ქმნიან ახალ ოლქებსა და დივიზიებს. უფრო ზუსტად, 13 დივიზიას. დიახ, მათ აქვთ პრობლემები – აკლიათ ხალხი, ტექნიკა. მაგრამ ყოველდღიურად – 1 000-1 200 ახალი კონტრაქტორი ჯარისკაცი ჰყავთ. ეს არ არის მშვიდობისთვის მობილიზაცია, არამედ უფრო დიდი რამისთვის მზადებაა“.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია