• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

ახდენს თუ არა გავლენას მობილურის, მანქანისა და ბინის ნომრები წარმატებაზე

მაისი 28, 2025
ში ჰოროსკოპი
ახდენს თუ არა გავლენას მობილურის, მანქანისა და ბინის ნომრები წარმატებაზე
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ნუმეროლოგი თათია გარანიძე ამბობს, ამ ყველაფერს გავლენა აქვს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობაზე და ზოგადად, მანქანის ნომერი, საცხოვრებელი ბინის სართული თუ მობილურის ნომერი ჩვენს ბედზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

თათია გარანიძე: ადამიანის ცხოვრებაში რიცხვები იმაზე დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ აუცილებელია, მათ დავუკვირდეთ და იმ საათზე ჩავნიშნოთ, მაგალითად, საქმიანი შეხვედრა, რომატიკული ვახშამი თუ პარტნიორებთან მოლაპარაკებები, როცა ეს სასურველია და მეტად წარმატების მომტანი. კიდევ ვამბობ, არ უკვირდებიან ადამიანები, არადა რიცხვები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში, იმ დონეზეც კი, რომ რაღაც მომენტში სერიოზული, კარდინალური ცვლილებებიც კი განახორციელოს.

– რომელია ყველაზე სასურველი დრო და რიცხვი საქმიანი თუ რომანტიკული შეხვედრებისთვის?

– საქმიანი შეხვედრა სჯობს, დღის პირველ ნახევარში ჩანიშნოთ. თუ ეს ინფორმაციის გაზიარებაა, კარგია ამისთვის 12, 1-ელი ან 2 საათი შეარჩიოთ. თუ სპორტზე საუბრობთ, 11 საათი სჯობს, მისტიკურ ამბებზე და ცხოვრებისეულ წყობაზე შეხვედრა და საუბრები 10 საათზეა კარგი, ანუ გააჩნია ხალხს, ვისაც ხვდებით და რა თქმა უნდა, თემას. რომანტიკული და სასიყვარულო შეხვედრა სჯობს, დღის მეორე ნახევარში ჩანიშნოთ, 6, 7 ან 8 საათზე. რადგან, აქაც გარკვეულ ენერგიებთან გვაქვს საქმე: 6 არის ვენერა, ანუ სიყვარულის მმართველი პლანეტა, აქ გავლენას ახდენს მთვარის ენერგიებიც. ასე რომ, მთვარე და საღამოს საათები პარტნიორულ ურთიერთობებში გრძნობების გამძაფრებას უწყობს ხელს და კარგია თუ რომანტიკულ შეხვედრებს სწორედ მთვარის ამოსვლის დროს ჩანიშნავთ.

– რამდენად განსაზღვრავს ადამიანის მომავალ ბედ-იღბალს კონკრეტულ რიცხვში დაბადება, ანუ თვე, რიცხვი და წელი?

– რასაკვირველია, დაბადების რიცხვი, თვე და წელი ახდენს გავლენას და განსაზღვრავს ადამიანის მომავალ წარმატება-წარუმატებლობას. ჩვენი დაბადების რიცხვი არის ფარული კოდი, რომელსაც თუ ადამიანი ამოიცნობს და გაიცნობს ამ მოცემულობას, ძალიან მარტივად შეძლებს სასურველის მიღებას. ჩვენს დაბადების თარიღში არის რვა რიცხვი, რვიანი კი არის უსასრულობა, კარმული მენეჯმენტის ციფრი – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. შესაბამისად, კიდევ თუ ჩავუღრმავდებით და შევადგენთ მატრიცას დაბადების თარიღის მიხედვით, იქ გვაქვს 33 წამყვანი ენერგია და მასაც თუ დეტალურად გავაცნობიერებთ, გვექნება სიცხადე ყველა ასპექტში – ფინანსებში, ურთიერთობებში, წინაპართა დატოვებული კარმულ ვალდებულებებსა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ყველაზე იღბლიანი ადამიანები 10 და 28 რიცხვში იბადებიან, მაგრამ თუ ამ იღბალს სწორად არ გამოიყენებენ, შესაძლოა, ყველაზე უიღბლო ადამიანები იყვნენ. მაგალითად, ილონ მასკი 28 რიცხვშია დაბადებული, ძალიან იღბლიანია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთან ბევრი მოსულა 28 რიცხვში დაბადებული ადამიანი, რომელსაც პირიქით, იღბალი არ სწყალობს. ამიტომ, აუცილებელია საკუთარი მოცემულობის ცოდნა, რომ ადამიანებმა გაარკვიონ, როგორ ჩადგნენ იმ იღბლის ბორბალში, როგორ გააკეთონ ისე, რომ ამ ბორბალმა მათ სასიკეთოდ დაიწყოს ტრიალი.

– გამიგია, რომ სამკაულების ან ტანსაცმელზე ღილების რაოდენობა, ადამიანზე მოქმედებს. ასევე, გავლენას ახდენს სახლში დაკიდებული სურათებისა თუ ნივთების რაოდენობაც. ამაზე რას გვეტყვით?

– თქვენ წარმოიდგინეთ და, სამკაულებისა და ტანსაცმელზე დაკერებული ღილების ჯამი, მართლაც მოქმედებს ადამიანზე. ყველაფერი, რასაც ვიკეთებთ და ვიცვამთ, შემდეგ ჩვენს მომავალზე ისახება. სამაჯურების რაოდენობას რაც შეეხება, ძალიან კარგია და ვურჩევ, დააბალანსონ და იყოს ისინი წყვილი რაოდენობის. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რომელ რიცხვშია დაბადებული, ბალანსი ყველაფერში აუცილებელია და უნდა დავიცვათ. ამიტომ დაუკვირდით, რამდენი სამაჯური გიკეთიათ და რამდენი ღილი აკერია თქვენს ტანსაცმელს. ყველაფერი წყვილ-წყვილი თუ იქნება, უკეთესია. ასევე, სახლში, სადაც ადამიანი დიდ დროს ატარებს, თავისი მოცემულობაც უნდა გაითვალისწინოს, ანუ რა რიცხვშია დაბადებული. თუ ის 2-ში ან 4-შია დაბადებული, მაშინ უმჯობესია, ყველაფერი ჰქონდეს წყვილი. მაგრამ, თუ დაბადებულია 1-ში, მაშინ – კენტი. სადაც ვართ, ჩვენთან ერთად იქმნება ენერგეტიკული ველი და სახლის ნომერიც ახდენს გავლენას ჩვენს ჰარმონიულ და იდილიურ ცხოვრებაზე და სართულიც. ერთი სიტყვით, ყველა ციფრს აქვს თავისი დანიშნულება და ძალა. მაგალითად, თუ ადამიანი ცხოვრობს მეხუთე სართულზე, ეს ლიდერის ციფრია. ყველასთვის ოპტიმალური და კარგია 2 რიცხვი, ანუ მეორე სართულზე ცხოვრება. რაც შეეხება სურათებსა და სავარძლებს, ბალანსი უნდა დაიცვათ და უნდა იყოს წყვილი. საფულეში კი, კარგია თუ ატარებთ ორდოლარიანს ან ოცლარიანს, რომელსაც დააწერთ თქვენს ფინანსურ კოდს, რაც თქვენთვის ფინანსების მომტანი იქნება. ეს ფინანსური კოდი კი გამოითვლება ინდივიდუალურად, ჩვენი დაბადების თარიღით… ნახეთ სრულად

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია