• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი პოლიციელებს: მადლობას გიხდით ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებთ მუნდირს.

მაისი 31, 2025
ში პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას – დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე რჩებით პოლიციელის პროფესიისა და ფიცის ერთგული!“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა პოლიციელის პროფესიული ვალია.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებო,  ქალბატონებო და ბატონებო, განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ძვირფას პოლიციელებს და სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, გმირებს რომელთა დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.

დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება თითოეული თქვენგანის დაუღალავ შრომაზე დგას, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.

მადლობას გიხდით ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებთ მუნდირს და მზად ხართ დაუფიქრებლად გაწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად; მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე ხართ, ქმნით ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს, იცავთ საქართველოს საზღვრებს, ებრძვით სტიქიებს. მადლობა სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის!

საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა პოლიციელის პროფესიული ვალია. თუმცა, სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი ღირსეული პოლიციელების სიცოცხლე ეწირება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თითოეული ქართველი პოლიციელის ხსოვნას.

მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება – ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა.

ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი შრომითა და თავდადებით, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე.

ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას – დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე რჩებით პოლიციელის პროფესიისა და ფიცის ერთგული!

ყველას გილოცავთ ქართული პოლიციისა და პოლიციელთა პროფესიულ დღეს!

გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას.

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და თქვენი მფარველი!

დიდი მადლობა!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია