აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო დარტყმებით, რაც ხდება იმ დროს, როდესაც ქვეყნების დელეგაციებმა სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.
„მე ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტები გაუშვეს კიევის მსგავს ქალაქებზე მოლაპარაკებების დროს, რომელიც, მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რომ ბოლო კვირაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში სულ მცირე 5 000 ადამიანი დაიღუპა.
„მინდა, რომ ეს შეწყდეს“, – დასძინა აშშ-ის ლიდერმა.













დატოვეთ კომენტარი