• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ყველა

გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, არის მცდელობა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ

ივნისი 1, 2025
ში ყველა
გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, არის მცდელობა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ

x

0
გაზიარება
9
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა, თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საქართველო-ნატოს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა“.

„ადგილი აქვს მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობას. ვნახეთ, რომ „ტაბულამ“ გაავრცელა ინფორმაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციაზე. დიდი ალბათობით, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ნახეს, რომ ოპოზიციიდან, რადიკალებიდან დამსწრედ, დამკვირვებლადაც კი არავინ მიიწვიეს, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ სამი დეპუტატით – მარიამ ლაშხით, ლევან მახაშვილით და ჩემით იყო წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ დეიტონში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე.

ჩვენ გავმართეთ შეხვედრები როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ისე ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების დეპუტატებთან: იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, უნგრეთის, თურქეთის დელეგაციებთან. მათ მივაწოდეთ სრული, დეტალური, არგუმენტირებული ინფორმაცია იმ პროცესებსა და მოვლენებზე, რაზეც სწორედ რადიკალებს მიწოდებული ჰქონდათ დეზინფორმაცია. მათ აბსოლუტურად გაიგეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სიმართლეზე, რაც საქართველოში ხდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია კიდევ არაერთ სემინარზეა მიწვეული.

„სწორედ რადიკალების რიგ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ჰქონდათ მცდელობა, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეულწილად შეეზღუდათ, თუმცა ბევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან წინააღმდეგობა დაფიქსირდა. ამის საფუძველზე, უკვე, აპრილის ბოლოს მარიამ ლაშხმა და მე მონაწილეობა მივიღეთ სწორედ, „ტაბულას“ ინფორმაციაში გაცხადებულ GSM სემინარებზე, რომლებიც ანტალიაში ჩატარდა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ ტარდება, ესენია საგაზაფხულო და საშემოდგომო ასამბლეის სხდომები, უკვე საგაზაფხულო სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა.

მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ უკვე მოსულია მოსაწვევები შემდეგ სხდომებზეც. ჩვენი დელეგაციის წევრები დარეგისტრირებულნი არიან. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ფორმატში თანამშრომლობას ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებთან. მორიგი სიცრუის ტირაჟირებაა ინფორმაცია, რომელიც „ტაბულას“ მიერ გაჟღერდა და შემდეგში „ბაბლმა“ აიტაცა, აქვთ მხიარულობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არის მცდელობა, რომ ჩვენი მოსახლეობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?

აპრილი 10, 2026
რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და რატომ დგანან ფეხზე მართლმადიდებლები?

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და რატომ დგანან ფეხზე მართლმადიდებლები?

აპრილი 10, 2026
როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

აპრილი 10, 2026
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

აპრილი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია