• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%, ხოლო იანვარ-აპრილში 8.8% შეადგინა

ივნისი 1, 2025
ში ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%, ხოლო იანვარ-აპრილში 8.8% შეადგინა
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს – მისი ინფორმაციით, აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა ამჯერადაც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.

„აპრილში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში. ასევე ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები – აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 616 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ზრდის მაჩვენებელი 41%-ით განისაზღვრა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და გაგრძელდება. როგორც ის აღნიშნავს, მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურადაც ლიდერი ქვეყანა იყოს მომდევნო წლების განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ასევე რეკორდულ ნიშნულზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტალის ჭრილში რეკორდული მოცულობა – 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე საკმაოდ მაღალია ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტემპი და კერძოდ, მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 8%-მდე ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.

„მთავრობა ასევე აგრძელებს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას და საბოლოო ჯამში ქვეყანაში პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება. ეს, რა თქმა უნდა, აისახება როგორც მოსახლეობის დასაქმებაში, ისე შემოსავლების ზრდაში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა გამომწერების მოწონება დაიმსახურა

შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა გამომწერების მოწონება დაიმსახურა

მაისი 19, 2026
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში ცვლილებებია

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში ცვლილებებია

მაისი 19, 2026
“მრჩება განცდა, რომ სააკაშვილი საკუთარი პარტიით უკმაყოფილოა” – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე: 26 მაისზე ჯერ არ გვაქვს ბოლომდე შეთანხმებული სცენარი

მაისი 19, 2026
რუსეთმა ბირთვული სწავლებები დაიწყო

რუსეთმა ბირთვული სწავლებები დაიწყო

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია