• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა

მარტი 30, 2026
ში საზოგადოება
სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა
0
გაზიარება
3
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის (საყოფაცხოვრებო სექტორი) 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის (არასაყოფაცხოვრებო სექტორი) –  საშუალოდ 4-6 თეთრით.

ქვემოთ მოცემულია ახალი ტარიფები, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):

10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 31.647 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ;

0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041 თეთრი/კვტ.სთ;

101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით  _ 24.053 თეთრი/კვტ.სთ;

301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.537 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):

110-35 კვ _ 27.762 თეთრი/კვტ.სთ;

10–6-3.3 კვ. _  31.976 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ.

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):

10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 32.880 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ;

0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე _ 19.731 თეთრი/კვტ.სთ;

101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით  _ 23.707 თეთრი/კვტ.სთ;

301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.227 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხვორებო ტარიფი (კომერციული სექტორი):

110–35 კვ. _  30.322 თეთრი/კვტ.სთ;

10–6-3.3 კვ. _ 34.632 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ.

ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციებიც მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული,

უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.

ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად –  მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს.

სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს – ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.

სს „თელასის“ მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. ქ. თბილისში განსახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა  სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.

ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება,  რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.

ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ სხვადასხვა ენერგოპროექტები.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან აგვეცილებინა კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის  ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023  წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.

მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია