ვერძი
ნუ იქნებით ზედმეტად დამყოლი და ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს თქვენზე მბრძანებლობის უფლებას. გულახდილად თქვით, ურთიერთობაში რა არ მოგწონთ. ახლობელ ადამიანს უფრო ყურადღებით დააკვირდით — შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ნაკლოვანებები მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის!
ბოლოდროინდელი სიმშვიდე უკან დარჩა, ახალი დღე ახალ საზრუნავს მოგიტანთ. დასახული მიზნების მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობა გაქვთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ. ძვირად ღირებული შენაძენი სხვა დღისთვის გადადეთ, რადგან დღეს შეიძლება უხარისხო ნივთი შემოგაპარონ. ეს დღე თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ბევრ პოზიტიურ ემოციას მოუტანს. ჰოროსკოპის მიხედვით, მალე ცხოვრების წესის შეცვლას შეძლებთ.
კურო
თუ ადამიანს იმას დაჰპირდით, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ნათქვამს აღარ დაიჯერებს. უახლოეს დღეებში სარემონტო სამუშაოებს ნუ წამოიწყებთ, რადგან ასტროლოგიური პროგნოზი მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმების ალბათობაზე მიუთითებს.
სამსახურში მალე გარემოებები თქვენთვის სასიკეთოდ დალაგდება. შეგიძლიათ კოლეგების დახმარებისა და გაგების იმედი გქონდეთ. ფინანსურ სფეროში ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა ისწავლოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ და მკურნალობის კურსს ან გამოკვლევას გეგმავთ, უცხოებთან ამის განხილვას მოერიდეთ — „კეთილის მსურველებმა“ შესაძლოა ცუდი რჩევა მოგცენ.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები თქვენს პროფესიულ საქმიანობაზეც აისახება. ნუ დაუშვებთ სამსახურებრივ რომანს, რომელიც კოლეგების კეთილგანწყობას დაგაკარგვინებთ.
არახელსაყრელი დღეა რემონტის ან ინტერიერის განახლებისთვის — მიღებული შედეგი ნაკლებად გაგახარებთ.
ექსპერიმენტი და სარისკო გადაწყვეტილება ნუ შეგაშინებთ. ყურადღება არ მოადუნოთ და საქმიან სფეროში ავანტიურებს ნუ აჰყვებით. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემა ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს და თუ მხარდაჭერა დაგჭირდებათ, დახმარება ნაცნობებს ან ნათესავებს სთხოვეთ.
ამ დღეს ფიზიკური გადატვირთვას მოერიდეთ.
კირჩხიბი
დაოჯახებული კირჩხიბები რთული საუბრისთვის უნდა მოემზადონ, რაც შესაძლოა ორმხრივ საყვედურებში გადაიზარდოს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და უხეშობას მოერიდეთ.
პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა — შეძლებთ დაასრულოთ საქმეები, რომლებსაც სამომავლოდ ინახავთ. ამჟამად ვალის აღება არასასურველია, რადგან დროულად დაბრუნება გაგიჭირდებათ. გონიერება და დათმობაზე წასვლის უნარი სამსახურის შენარჩუნებაში ან უფრო ხელსაყრელი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ.
სეზონურ გაციებას და უმნიშვნელო ტემპერატურას ადვილად გადაიტანთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უდიერმა დამოკიდებულებამ შეიძლება სხვა პრობლემები შეგიქმნათ.
ლომი
მაშინაც კი, თუ პირადი ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ, მკვეთრ ცვლილებებს ერიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ქცევა აკონტროლოთ და უსამართლო კრიტიკით არავინ გაანაწყენოთ.
შესაძლოა, ამ დღეს მთელი გამოცდილება და სულიერი ძალა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისკენ მიმართოთ. აუცილებელია, რომ შენაძენის დაგეგმვა და მსხვილი ხარჯების გადანაწილება ისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ.
ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას უნდა მოერიდოთ. მით უმეტეს, რომ გამორიცხული არ არის ტრავმები, სტრესი და ძველი დაავადებების გამწვავება.
ქალწული
ასტროლოგები მარტოხელა ქალწულებს ურჩევენ, რომ ინიციატივის გამოჩენას მოერიდონ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და მოვლენების განვითარებას გაჰყვეთ. ეცადეთ, სახლში იდეალური წესრიგი დაამყაროთ, რადგან კომფორტი და სიმყუდროვე არა მხოლოდ კარგი განწყობის, არამედ პარტნიორთან შესანიშნავი ურთიერთობის საფუძველია.
შესაძლოა, ვინმემ კონფლიქტში თქვენი ჩათრევა მოინდომოს — სკანდალები ახლა არაფერში გჭირდებათ, ამიტომ იპოვეთ მიზეზი, რომ ამ ადამიანს გაეცალოთ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი მოულოდნელ ფინანსურ მოგებას ან საჩუქარს მიიღებს.
ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი პერიოდი გრძელდება. სასურველია, რომ ამ დღეებში მსუბუქად ისადილოთ, ალკოჰოლზე უარი თქვათ, ივარჯიშოთ, გამოიძინოთ და არ ინერვიულოთ.
სასწორი
ვიღაც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს — ეცადეთ, მისი ყურადღება მიიპყროთ. დაოჯახებულ სასწორს პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები ელის — ეცადეთ, სადავო საკითხები მშვიდად განიხილოთ. ფრთხილად იყავით — თქვენი ინიციატივები და ზედმეტი აქტიურობა შეიძლება უფროსთან უთანხმოების მიზეზი გახდეს.
თქვენს შეფს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მის ადგილს უმიზნებთ და თქვენი თავიდან მოცილება სცადოს. ვარსკვლავები თქვენ მიმართ ძველებურად კეთილგანწყობილნი არიან. ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება — მოსალოდნელია ვალის დაბრუნება ან მოგებიანი შენაძენი.
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მომზადებას. როგორც ჩანს, მალე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
მორიელი
პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი მშვენივრადაა. გულთბილი საუბარი ან მორიგი ნაცნობობა განწყობას აგიმაღლებთ და თვითშეფასებას გაგიმყარებთ. მოსალოდნელია მოვლენა ან სიახლე, რომელიც თქვენს საქმეებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.
სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი ახალი, იმედის მომცემი გეგმები რეალობად იქცეს. თუ ახალ კოლეგას გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემთ, ღირებულ გაკვეთილს მიიღებთ. ეცადეთ ამ დღეს მხოლოდ ახალი და ბუნებრივი პროდუქტები მიირთვათ, რადგან საკვებით მოწამვლის ალბათობა არსებობს. სასურველია, რომ სწრაფ კვებასა და მზა სალათებზე უარი თქვათ.
მშვილდოსანი
მშვენიერი დროა სასიყვარულო თავგადასავლისთვის, თუმცა სჯობს ახალ ნაცნობობას მოერიდოთ. გირჩევთ საკუთარი თავი ლამაზი ნივთით, მაგალითად, ახალი ჩანთით გაახაროთ და საკუთარ გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული იყოთ.
ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ინტელექტუალური აქტივობა და საქმიანი მივლინებები ელის. თქვენი მონდომება მუშაობის შედეგებზე დადებითად აისახება, რაც ოცნების ასრულების საფუძველს შექმნის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარდიო-დატვირთვები შეამციროთ, განსაკუთრებით თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაწუხებთ.
თხის რქა
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უთანხმოება გაქვთ? ნუ ინერვიულებთ — მალე კონფლიქტი თავისთავად მოგვარდება. ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. თუ ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკება გაქვთ, თქვენი უნაკლო არგუმენტების დამსახურებით, წარმატებით ჩაივლის.
გირჩევთ, რომ ფულის დაგროვება დაიწყოთ, რადგან ახლო მომავალში მოსალოდნელია მსხვილი ხარჯები. თუ თავს სუსტად გრძნობთ და ადვილად იღლებით, ვიტამინები და ბუნებრივი პროდუქტები მიირთვით და სუფთა ჰაერზე ხშირად გადით — პლუტონისა და ურანის ტრიგონი მიუთითებს, რომ ეს თქვენთვის აუცილებელია.
მერწყული
არ არის გამორიცხული, რომ ლამაზი სასიყვარულო აღიარება მოისმინოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, მორიგი იმედგაცრუების ასაცილებლად, სასიყვარულო საქმეებში ფრთხილად იყოთ. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები როგორც ნაკლებად ნაცნობებთან, ისე ახლობლებთან ურთიერთობაში.
ეს დღე კარგია ერთობლივი მუშაობისა და პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის — მხოლოდ საკუთარი ძალებით სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ამ დღეს გარიგების დადებას, ახალ პროექტებში ჩართვას და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერას უნდა მოერიდოთ. ივარჯიშეთ, როცა ძლიერ დაღლილობას ან სეზონურ დეპრესიას იგრძნობთ.
თევზები
დღეს თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, სხვადასხვა ცდუნებისგან თავი შეიკავოთ, რადგან მათ გამო შესაძლოა პარტნიორთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ.
თუ ხელმძღვანელი დამატებითი მოვალეობებით თქვენს დატვირთვას მოინდომებს, შეახსენეთ, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს! ახლობელი ადამიანი შემოგთავაზებთ საქმეს, რომელსაც თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მუშაობა შეწყვიტეთ და ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ეს ყველაზე დიდი ფასეულობაა, რაც გაგაჩნიათ.













დატოვეთ კომენტარი