რა არის მთავარი სირთულე პაციენტებისთვის და რატომ არის სწორი მკურნალობა პრობლემა – ამ თემაზე გვესაუბრება კომპანია “ადამს ჰოლდინგის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გურამ ადამაშვილი.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
რეალურად იდეა ბიზნესიდან არ დაწყებულა. დაიწყო პირადი გამოცდილებით, სადაც თურქმა პროფესორებმა შვილი გადამირჩინეს და ამის გარდა იმ ყოველდღიურობით რასაც გარშემო ვხედავდი – დაბნეულ პაციენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია და ხშირად გადაწყვეტილებას ემოციურად და გაუაზრებლად იღებდნენ.
ბევრი შემთხვევა იყო, როცა ადამიანს ჩატარებული ჰქონდა კვლევები, მაგრამ შემდეგი ნაბიჯები მაინც არ იცოდა. ზოგჯერ სხვადასხვა ექიმებისგან განსხვავებულ პასუხებს იღებდნენ და საბოლოოდ ეს მათ დაბნეულობას იწვევდა.
სწორედ ამ ყველაფერმა დამანახა, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ მკურნალობა – პრობლემა არის სწორი მიმართულების არარსებობა.
რა არის დღეს ყველაზე დიდი სირთულე პაციენტებისთვის?
დღეს ინფორმაცია ძალიან ბევრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორია. ხშირად პაციენტი რამოდენიმე არჩევანის წინაშე დგას – სხვადასხვა კლინიკა, სხვადასხვა ექიმი და განსხვავებული მიდგომები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არავინ ეუბნება რომელი გზა არის მისთვის სწორი. ამის შედეგად იკარგება დრო, ენერგია და ყველაზე მთავარი – რთულდება ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რატომ კონკრეტულად თურქეთი?
თურქეთი ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა ჩვენი პაციენტებისთვის: თანამედროვე ტექნოლოგიები, ძლიერი სამედიცინო ინფრასტუქტურა და რაც მთავარია დიდი გამოცდილება სამედიცინო სფეროში, თუმცა მინდა მკითხველმა სწორად გაიგოს – ქვეყანა არ არის მთავარი, მთავარია სწორად შერჩეული კლინიკა, ექიმი და მკურნალობის გეგმა.
რას სთავაზობთ თქვენს პაციენტებს?
ჩვენი მთავარი როლი არის პროცესის სწორად დაგეგმა. ეს არ არის უბრალოდ კლინიკის მოძიება. აქ საჭიროა არსებული ინფორმაციის ანალიზი, კლინიკებთან კომუნიკაცია, სწორი მიმართულების განსაზღვრა, ეტაპობრივი პროცესის დაგეგმა და რაც მთავარია ადგილზე პაციენტების ყურადღების მიქცევა – რაც იმას ნიშნავს, რომ ის მარტო აღარ არის ამ პროცესში.
რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც პაციენტები უშვებენ?
აჩქარება – ადამიანი ცდილობს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან საქმე ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ სწორედ ამ დროს ხდება არასწორი არჩევანი.
მეორე მნიშვნელოვანი შეცდომა ის არის, რომ ხშირად გადაწყვეტილება არასრულ ინფორმაციაზე და მხოლოდ ემოციებზეა დაფუძნებული.
რა არის ამ მიმართულებაში თქვენი მთავარი მიზანი?
პაციენტმა არ დაკარგოს დრო – დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი მთელ ამ პროცესში.
რას ეტყოდით ადამიანს, ვინც ახლა ფიქრობს , როგორ დაიწყოს ეს პროცესი?
არ იჩქაროს. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ინფორმაციის სწორად შეგროვება და გაანალიზება. ამის შემდეგ უკვე შეიძლება გადაწყვეტილების მიღება.
მკურნალობა არ არის ერთი ნაბიჯი – ეს არის ეტაპებისგან შემდგარი პროცესი, რომელიც სწორად უნდა დაიგეგმოს.
სად შეიძლება პაციენტებმა მიიღონ დამატებითი ინფორმაცია?
ჩვენ აქტიურად ვაზიარებთ სამედიცინო თემებს და პრაქტიკულ ინფორმაციას ჩვენს ოფიციალურ გვერდზე Adam’s Medical Coordination, სადაც ვცდილობთ პაციენტებისთვის პროცესის გამარტივებას.












დატოვეთ კომენტარი