• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

მეუფე დოსითეოსი – პატრიარქის დაკრძალვაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი მოვიდა

აპრილი 5, 2026
ში საზოგადოება
მეუფე დოსითეოსი – პატრიარქის დაკრძალვაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი მოვიდა
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვიხსენებთ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, იმ ზღვა ადამიანს, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო. დაკრძალვაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი მოვიდა, – ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მომავალმა პატრიარქმა, ხალხის სიყვარულს უნდა უპასუხოს.

„მომავალმა პატრიარქმა, პირველ რიგში, უნდა უპასუხოს ამ სიყვარულს, ხალხის ამ სიყვარულს უნდა უპასუხოს. მეორე, თანამედროვე სიტუაცია რაღაც ახალ მიდგომებსაც გულისხმობს, ვართ ახალი გამოწვევების წინაშე და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საეკლესიო სასამართლოს საკითხი. ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ეკლესიაში დებულებით არსებობს, მაგრამ არ გვაქვს პროტოკოლი“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებულ მსჯელობას, ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეპისკოპოსებს შორის თუ არსებობს დებულების განსხვავებული ინტერპრეტაცია, საკითხი კენჭისყრაზე უნდა დადგეს.

„საზოგადოებამ იცის, რაც წერია დებულებაში. არის ინტერპრეტირების საკითხი, ეს ძალიან რთული საკითხია. თუმცა, ჩემთვის განსაზღვრულია ის, რაც დებულებაში წერია. ეპისკოპოსებს შორის თუ განსხვავებული ინტერპრეტაციაა, საკითხი კენჭისყრაზე უნდა დადგეს და სინოდი ამას გადაწყვეტს. არ მგონია, პროცესი დაძაბულობით წარიმართოს. განსხვავებული მოსაზრებები არ არის დაძაბულობა. დაძაბულობა სულ სხვა რამეა. ზოგჯერ ადამიანები შეიძლება, ფიქრობენ, რომ კამათი დაძაბულობას გულისხმობს. არ მგონია, ამაზე დიდი კამათი გაიმართოს. მოსაზრებების გამოთქმა, არგუმენტირება იქნება. არ ვფიქრობ, რომ სინოდს დაძაბულობა უნდა მოჰყვეს. უწმინდესის პატივისცემიდანაც ამოვდივარ. მეორე მხრივ, ყველა აცნობიერებს ამ მომენტს, ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი საზოგადოების წინაშე უნდა წარმოვჩინდეთ, ისე როგორც საჭიროა. ამის რესურსი არსებობს. ეს ყველაფერი მშვიდობით და სიკეთით წარიმართება“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივნისი 10, 2026
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია