• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვიტოვა – მთავარეპისკოპოსი იაკობი

აპრილი 5, 2026
ში საზოგადოება
უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვიტოვა – მთავარეპისკოპოსი იაკობი
0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

“სხვადასხვა ტელევიზიაში ვნებათაღელვა შეიმჩნევა, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. გეტყვით: ის იქნება, ვისაც სინოდი აირჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია, ვინ უნდა იყოს, თუმცა ეს სულიწმინდის გადასაწყვეტია. ამ საქმეში არავის აქვს ჩარევის უფლება, გარედან მსგავსი “მკითხაობა” ზედმეტია. ვისაც ხმას მივცემთ, ის აუცილებლად იქნება არჩეული და ნებისმიერი მათგანი ღირსეული პატრიარქი იქნება”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დღეს ქადაგებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სინოდმა ერთსულოვნება შეინარჩუნოს, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლებას კი არავის მისცემენ.

“სინოდში 39 ეპისკოპოსი დავრჩით, ადრე ბევრნი ვიყავით და უნდა შევძლოთ, რომ ერთობა, ერთსულოვნება გვქონდეს და ვემსახუროთ ღმერთს. უწმინდესმა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი კარგად დაინახა, მან ძლიერი სინოდი დაგვიტოვა, ნახავთ, ყველანაირ ქარტეხილს გადავივლით, არავის არ ჩავრევთ.

ვინმე თუ მოინდომებს ჩარევას, შინ თუ გარეთ, მოუვა ის, რაც იმ იმპერიებს, რომლებიც ჩვენთან ერეოდნენ. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ ეს სამკითხაო არ არის. სამღვდელოებასაც ძალიან ვთხოვ, ნუ ამატებენ ზედმეტ ვნებათაღელვას. დაგვაცადონ, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, ყველას რომ გაახარებს. მთავარია, შემდეგ ყველა ჩავდგეთ ღვთის სამსახურში, დავეხმაროთ ერთმანეთს მძიმე ტვირთის და მძიმე ჯვარის ტვირთვაში. ეს მძიმე ჯვარი, როცა უფალი გაძლევს, მსუბუქი ხდება, უფალი გეხმარება და თუ ძალით დაიმძიმე, თუ არ გეკუთვნის, რთული იქნება.

ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მერწმუნეთ, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის დახმარება, არც ოპოზიციის. ყველაფერი უფლისგან იქნება. ღმერთი თუ გვიყვარს, თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს.

გუშინაც სინოდზე ვიყავით. ძმები შევიკრიბეთ, გავიარეთ საკითხები. გარეთ ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და ღირსეულს ავარჩევთ. ვისაც არ ავარჩევთ, ისინიც ღირსეული იქნებიან, ვისაც არ გვინდა პატრიარქობა, ყველა ღირსეულია, მერწმუნეთ.

წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ თუ გვერდში არ დაგიდგებიან. უწმინდესმა ბოლო წლებში გვასწავლა ერთად დგომა. როდესაც მოსაყდრედ მეუფე შიო გამოირჩია, ყველა საკითხს ერთად გავდიოდით ხოლმე. თავდაპირველად შედარებით შეზღუდული რაოდენობის მღვდელმთავრები ვიყავით, შემდეგ გაიზარდა, ყველას შეეძლო აზრი გამოეხატა, ამიტომ, ერთმანეთისთვის უცხოები აღარ ვართ. მიგვაჩვია და მხოლოდ სინოდზე არ ვხვდებოდით, ხშირად ვიკრიბებოდით, ძმობა და მეგობრობა გვაქვს ერთმანეთთან.

არ იქნება არავითარი დაპირისპირება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს ეკლესია და ყველანი შევუდგებით ღირსეულ მსახურებას. უწმინდესის პერიოდში ჩვენი არასწორი საქციელებიც კომპენსირდებოდა უწმინდესის პიროვნებით, ახლა ასე აღარ გამოვა, ყველამ საკუთარ თავს სხვანაირად მოვთხოვოთ”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 6, 2026
რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

აპრილი 6, 2026
დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო

დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო

აპრილი 6, 2026
VIDEO: „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ – რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო

VIDEO: „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ – რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო

აპრილი 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია