• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება

აპრილი 6, 2026
ში პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება
0
გაზიარება
3
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხუთჯერ ააცილა დიდი უბედურება.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, 2012 წელს ვეღარ შეძლო საქართველოს გადარჩენა, 2021 წელს კი, ჰქონდა ქვეყნის გადარჩენის მცდელობა და ახლაც მზადაა, კვლავ გადაარჩინოს.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თავისუფლებისთვის საჭიროა თავდადება და თავგანწირვა.

„როგორც ჩანს, ბატონი ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად. აუცილებლად დავრჩები სამშობლოს მოღალატის, ნოღაიდელის დაკითხვის პროცესში. 7 ნოემბრის საქმე ეხება იმას, რისგან გადავარჩინეთ ჩვენ საქართველო და ბევრჯერ გადავარჩენთ. ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება. პირველი –  შევარდნაძე ჩამოვაცილეთ, ვასაძე, ივანიშვილი, პატარკაციშვილი გამზადებული ჰყავდათ რუსებს 2005 წელს და ეს არ გამოუვიდათ. მეორედ გადავარჩინე, როდესაც ასლან აბაშიძე ჩამოვაცილეთ. მესამედ 2007 წელს პატარკაციშვილის რუსების დავალებით მოწყობილ გადატრიალებას და 2008-ში ერთპიროვნულად მე გადავარჩინე, ჯორჯ ბუშთან და საერთაშორისო კონტაქტებით, ხალხთან და ჯართან ერთად. 2012-ში ვეღარ შევძელი საქართველოს გადარჩენა. 2021-ში მქონდა სურვილი, გადარჩენის მცდელობა. ომი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ეს საქმე გამოგვივიდოდა. მზად ვარ, გადავარჩინო ისევ. ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნებული იქნება. მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს. მკვლელების კორპორაციასთან გვაქვს საქმე. პირველი მსხვერპლი ბარბარე რაფალიანცი იყო. არჩევნებზე ეხმარებოდა რუსეთიდან ჩამოსული ჯგუფი. კახეთშიც იყვნენ, შესთავაზეს ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება, ან მეორე სცენარი რაფალიანცი. ესენი რვა თვის ბავშვის სისხლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეროსის მკვლელობა იყო შემდეგი, რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება უნდოდა, რუსეთიდან ჩამოვიდნენ, კამერა მიატრიალეს, მოკლეს ეროსი, ოჯახი გააჩუმეს. ეროსის მკვლელობისთვის ივანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას.

შემდეგი იყო ბაჩალიაშვილის მკვლელობა, მოხდა მისი თვითმკვლელობის იმიტაცია. გლდანის ციხის უფროსიც მოკლულია, რომ ბაჩიაშვილი დაეშინებინათ და დანებებოდა. ერთნაირ ხელწერასთან გვაქვს საქმე. სერიული მკვლელების ხელშია ეს ქვეყანა. გვჭირდება თავდადება და თავგანწირვა, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს გადასახდელი. პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტოლოგობს, საქმეს არ გამოადგება. თავისუფლებისთვის საჭიროა ბრძოლა, თავგანწირვა, ჩემი მაგალითი ამას გაჩვენებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი მძიმე კრიზისშია.

„რუსეთი მძიმე კრიზისშია, კარგავს უნგრეთს, არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, კარგავს სომხეთს, თუმცა იქაური რაფალიანცის ისტორია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება სომხეთს, სასაცილო საყურებელი იყო პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა, პუტინი როგორ აკაჩავებდა, რომ რუსეთის სამხედრო- ეკონომიკური ბლოკებიდან არ გასულიყო და ევროკავშირს არ შეერთებოდა. რუსეთს ცუდად აქვს საქმე უკრაინის ფრონტზე, ძალიან მაგრად მიდის სიტუაცია. რუსეთი წინ ვერ მიდის და უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს დანაკარგებიც“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია