• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

პასქა, თუ პასკა! – იესო ქრისტეს პური, რომელსაც თავის მოციქულებს უნაწილებდა

აპრილი 8, 2026
ში რელიგია
პასქა, თუ პასკა! – იესო ქრისტეს პური, რომელსაც თავის მოციქულებს უნაწილებდა
0
გაზიარება
12
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

პასქას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად, რომელიც აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა. იმ მთის სიმბოლო, რომელზედაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე.

პასექი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთათვის, რომელთათვისაც ის ლიტურგიული წლის ნამდვილ კულმინაციას წარმოადგენს.

პასქა – ეს არის სიტყვა, რომელიც  გამომდინარეობს პასექის დღესასწაულიდან.

პასქა, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ტანჯვას“, „წამებას“, „ვნებას“. აღდგომას (არაკომბინირებულს) ებრაულის გავლენით პასექსაც (ებრ. ფესახ) უწოდებენ.

ვინაიდან ორივე სახელწოდება – პასექი და პასქა – ფონეტიკურად ერთმანეთს ჰგავს, კიდევ უფრო მეტად იჩენდა თავს ამ დღესასწაულების ერთმანეთთან გაიგივების საცდური.

თავდაპირველად, ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის, ისე მწყემსთათვის. შემდეგ, ეს დღესასწაული იქცა ეგვიპტიდან თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად.

ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება.

ქრისტიანთათვის კი პასექი, ნიშნავს აღდგომას და აღნიშნავს იესოს მისვლას მამასთან, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის გზით.

საპასექო მსახურებას წინ უძღვის სამდღიანი (დიდი ხუთშაბათი; დიდი პარასკევი; დიდი შაბათი) და იწყება საზეიმო საპასექო ცისკარი, რომელიც მოიცავს ცეცხლისა და საპასექო სანთლის კურთხევას (რაც ქრისტეს, „სამყაროს სინათლის“, სიმბოლოა), სააღდგომო გალობას, ღმრთის სიტყვის მოსმენას, წყლის კურთხევას, ნათლობის აღთქმათა განახლებასა და ევქარისტიულ ლიტურგიას.

დღესასწაულიდან გამომდინარე სწორია, პასქა და არა პასკა.

სააღდგომო პასქის სიმბოლური დატვირთვა, ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის „საიდუმლო სერობაზეც“ იყო.

ჩვენ პასქას ძირითადად, საფუვრის გამოყენებით ვაცხობთ. ამ მხრივ, გარკვეული განსხვავება არსებობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში.

დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუვრით მომზადება), აღმოსავლეთში კი, გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა.

ის ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუვრიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს.

პასქა, რომელსაც აცხობენ საქართველოში ითვლება ოჯახურ პასქად. ის მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული, ეკლესიური არტოსისგან (ბერძ. პურისგან), რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით გოლგოთის მთის განსახირებაა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი იესო ქრისტეს პური, რომელსაც ის თავის მოციქულებს უნაწილებდა გამოცხადებისას.

გამომდინარე იქიდან, რომ აღდგომა არის ბრწყინვალე დღესასწაული და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დატვირთვასაც ატარებს, ამის აღსანიშნავად ოჯახური პასქა, სადღესასწაულო წესით ცხვება – დარიჩინი, მუსკატი, ქიშმიში, შაქარი, შაქრის პუდრი, ემალი, სხვადასხვა ტკბილი ინგრედიენტები, ახალისებს სააღდგომო სუფრას, ქმნის ოჯახურ იდილიას და გვახსენებს იმის შესახებ, რომ აღდგომა არის ერთ-ერთი უდიდესი ზეიმი და დღესასწაული.

პასქას ქართულად, ხატისპური ჰქვია.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
როგორ იკვებებიან Artemis 2-ის ასტრონავტები

როგორ იკვებებიან Artemis 2-ის ასტრონავტები

აპრილი 8, 2026
“პატრიარქი ტახტის მოსაყდრეზე დიდხანს ფიქრობდა” – მეუფე საბა

“პატრიარქი ტახტის მოსაყდრეზე დიდხანს ფიქრობდა” – მეუფე საბა

აპრილი 8, 2026
პასქა, თუ პასკა! – იესო ქრისტეს პური, რომელსაც თავის მოციქულებს უნაწილებდა

რამდენ ხანს ინახება პასკა სინამდვილეში და როდის წყენს ის ბავშვს

აპრილი 8, 2026
რატომ არ შეიძლება აღდგომამდე წითელი კვერცხის ჭამა

რატომ არ შეიძლება აღდგომამდე წითელი კვერცხის ჭამა

აპრილი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია