• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

„ვევედროთ უფალს ჩვენი გულები გაათბოს” – მიტროპოლიტი შიო

აპრილი 9, 2026
ში საზოგადოება
0
გაზიარება
11
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის, ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!“ – ამის შესახებ, საპატრიარქო ტახსტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, სამების საკათედრო ტაძარში შესრულებული შვიდგზის ზეთისცხების წინ ქადაგებისას ისაუბრა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულების დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში. აი, მაგალითად, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც უფალმა იესო ქრისტემ გააგზავნა თავისი მოციქულები საქადაგებლად, ისინი ზეთს სცხებდნენ ადამიანებს და უამრავ სნეულს კურნავდნენ. ასე იქცეოდნენ მოციქულები და ჩვენც ასე გვიანდერძეს.

შეგახსენებთ, რას წერს, როგორ გვმოძღვრავს წმინდა იაკობ მოციქული: „თუ ვინმე ავად არის თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა (ე. ი. ეკლესიის მღვდლებს), რათა სცხონ მას ზეთი და ილოცონ მისთვის. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი მას აღადგენს და თუ რაიმე შეუცოდავს, მიეტევება“ (იაკ. 5, 14-15), – აი, მოციქულის სიტყვები.

მაშასადამე, ჩვენ მოვუწოდებთ არა იმას, ვინც მოგვესურვება, არამედ ეკლესიაში დადგენილ სამღვდელოებას, რომლებიც სცხებენ ზეთს ავადმყოფს უფლის და არა სხვა ვინმეს სახელით. სნეულსაც აღადგენს თვით უფალი და არა სხვა ვინმე. ისევე, როგორც ცოდვებს შეუნდობს უფალი და არა ვინმე სხვა. აი, როგორ გვასწავლის წმინდა მოციქული.

რატომ არის დადგენილი, რომ ზეთი უნდა ვიხმაროთ ამ საიდუმლოს აღსრულებისას?

საერთოდ, სხვადასხვა საიდუმლოში სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება: ნათლობისას წყლით ვნათლავთ, ზიარებას აღვასრულებთ პურით და ღვინით. ეს დაადგინა უფალმა, მისი განგებულებით არის ასე და ჩვენი ვალია, მივიღოთ რწმენით და მორჩილებით.

რისთვის სჭირდება უფალს ამ მატერიალური ნივთიერებების გამოყენება? იმისთვის, რომ მადლი გარდამოვიდეს ჩვენზე?

ეს უფალს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რადგან სანამ ვართ ამ მატერიალურ სხეულში, იქამდე გვესაჭიროება მატერიალური მხარეც საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებაში. უფალმა, გაითვალისწინა რა ეს ჩვენი უძლურება, იყენებს ასევე ამ ნივთიერებებს. თავისთავად ზეთი უძლურია, ისევე როგორც სხვა ნივთიერება, მაგრამ ღვთის მაკურნებელი მადლი გადმოდის მასზე და ის აღასრულებს ამ საიდუმლოებას და კურნებას.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის და ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!

დღეს ჩვენ მოვისმენთ სახარებებს, სამოციქულოებს, სადაც საუბარია სინანულზე. ამიტომ ვეცადოთ, რწმენით და სინანულით მივიღოთ ეს წმინდა საიდუმლო და ვევედროთ უფალს, ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ, ვინაიდან, როგორც გითხარით, უფალმა ყველაფერი მოაწყო ჩვენთვის, მაგრამ ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას.

წარმოიდგინეთ, რა დასანანი, რა სირცხვილი იქნება ჩვენთვის, როცა ჩვენნაირ მოკვდავ ადამიანებს უფრო ვუსმენთ ხოლმე, მათ დარიგებებს, მათ რჩევებს (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა), მათ შორის, ექიმებს თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამას როცა ვაკეთებთ და უკვდავი ღმერთის მცნებებს უგულებელვყოფთ, რა თქმა უნდა, ეს სავალალო და სამარცხვინოა ჩვენთვის.

ასე რომ, მივიღოთ ამ რწმენით და სინანულით დღევანდელი საიდუმლოება, რათა საკურნებლად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ზეთისცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად, გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია