• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

„აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია…“ – საფლავზე გასვლის კანონიკური და სახალხო ტრადიცია

აპრილი 10, 2026
ში საზოგადოება
დააკვირდით, ფესვები არ ჰქონდეს დაობებული და არ შეჰყვეს მიწა – სპეციალისტის რჩევა ენდროს შეძენისას
0
გაზიარება
10
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

აღდგომის შემდგომი დღე, ანუ ორშაბათი, უქმედაა გამოცხადებული. იმის გამო, რომ კომუნისტური წყობილების დროს, მორწმუნეები კვირას, აღდგომის დღეს არ წასულიყვნენ სასაფლაოზე, ანუ აღდგომის დღესთან არ დაეკავშირებინათ რაიმე რიტუალი, ქართულ ეკლესიაში ორშაბათი შემოიღეს უქმე დღედ.

თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ტრადიციას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.

როგორც ეკლესიის მსახურნი ამბობენ, ბრწყინვალე შვიდეულში არ შეიძლება საფლავების კურთხევა. ამგვარი რამ ნებადართულია აღდგომიდან მეცხრე დღეს ანუ კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს.

წმინდა შვიდეულში დაშვებულია სასაფლაოზე მხოლოდ მომლოცველობითი რიტუალის ჩატარება ანუ გალობა.

გარდა საეროსი, არსებობს ლიტურგიკული კალენდარი, სადაც ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიებისთვის სულ შვიდი დღეა ოფიციალურად დაწესებული და მათში აღდგომის მეორე დღე არ შედის. ლიტურგიკულად არც კვირაა მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საერთოდ, სასაფლაოზე ხშირად სიარული ქრისტიანობაში წარმართული ელემენტია. ქრისტიანთათვის მიცვალებულის მსახურება პანაშვიდისა და ეკლესიაში მოხსენიების სახით გამოიხატება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ, საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა, სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. მთავარია, აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებიდან:

„დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს.

დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. მათ არ ერცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“. (ლკ. 22, 15).

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? მაშინ, როდესაც გული გაგიწევთ, როცა საფლავი მოსავლელია და იმ დღეებში, რომლებიც ეკლესიამ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებად დააწესა. გარდაცვლილი ადამიანებისადმი სიყვარული, ზრუნვა და ლოცვებში მოხსენიება გაცილებით  მნიშვნელოვანია.

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, გიორგი სანამაშვილი:

– აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია, ანუ სიკვდილი დაითრგუნა და ქრისტე აღდგა, მაგრამ ჩვენში არაერთი ეკლესია სასაფლაოსთან მდებარეობს და აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს შეძახილებით, – ‘ქრისტე აღდგა!~ ეგებებიან. შემდგომ ტაძრის გარშემო შემოტარება ხდება და იმ დროს სიმბოლურად საფლავებზეც დადებენ ხოლმე კვერცხს, შეძახილებით: ‘ქრისტე აღდგა!~ ანუ იმის შესახსენებლად, რომ აღდგება თითოეული ადამიანი. ეს ტრადიცია არ არის ცუდი და არც არაფერი შეზღუდვაა იმაში, რომ საფლავთან არ მიხვიდე, მაგრამ უპირველესად უნდა გააცნობიერო, რომ რადგანაც ქრისტე აღდგა – ეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა გლოვისა და მწუხარების. მათთვის, ვისაც ეს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არა აქვს, საჭიროა შეხსენება, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც მივლენ, საფლავს უნდა შეუძახონ, რომ ქრისტე აღდგა! რითაც დიდი სიხარული შემოდის. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის უწმინდესმა დააწესა ასეთი დღესასწაული კალენდარში, აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, რომელსაც საფლავთა კურთხევის დღე, დიდუბობა ჰქვია. შემდგომ კი კვირაცხოვლობის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთა მოსახსენებელი დღე.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია