• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეს საიტერესოა

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

აპრილი 10, 2026
ში ეს საიტერესოა
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?
0
გაზიარება
39
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ეს კითხვა ყოველი აღდგომის მოახლოებისას აქტუალური ხდება ხოლმე. ენათმეცნიერებს მკაფიო, გრამატიკულ წესებზე დამყარებული პასუხი აქვთ, მათი საწინააღმდეგო მოსაზრების პატრონებს კი – 20-საუკუნოვანი „სოციალური სანქცია“…

„აღდგა“

დღესდღეობით ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთადერთ სწორ ფორმად მიჩნეულია აღდგა;
ენათმეცნიერთა დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ თუკი მშობლიურ ენას პატივს ვცემთ, სალიტერატურო ენის დადგენილ ნორმებს არ უნდა უნდა გადავუხვიოთ.

აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც:

„სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით…” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).|

„მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).
„არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).

„აღსდგა“

მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, „აღსდგა“ საკმაოდ გავრცელებულია და ვინც ამ ფორმით იყენებს, მათი არგუმენტები ასეთია:

1. ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;
2. „აღსდგა“ გვხვდება მრწამსის ტექსტშიც და სხვა ტექტებშიც („აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი…“);
3. სამეტყველო ენაში უკვე დამკვიდრებულია და, ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს;
4. „ქრისტე აღსდგა“ ისევე არ ემორჩილება გრამატიკის კანონებს, როგორც ამ სიტყვების შინაარსი ფიზიკის კანონებს. ამიტომ სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა.

***
ჩვენი მოკრძალებული აზრით კი, ალბათ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მივულოცავთ ერთმანეთს: ქრისტე აღსდგა თუ ქრისტე აღდგა.

მთავარია, გააზრებული გვქონდეს, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მაცხოვნებელი ვნება ან რა მოგვიტანა ჩვენ ქრისტეს აღდგომამ!

გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს დაემთხვა” – ანდრია ჯაღმაიძე

“ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს დაემთხვა” – ანდრია ჯაღმაიძე

მაისი 12, 2026
“პატრიარქის ეპოქა უნიკალური იყო, ყველაზე რთულ დროს მოუწია მას მოღვაწეობა” – დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი

“პატრიარქის ეპოქა უნიკალური იყო, ყველაზე რთულ დროს მოუწია მას მოღვაწეობა” – დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი

მაისი 12, 2026
რას წერს მამა შალვა შვილების შესახებ

“ბედნიერები ვართ იმით, რომ ეს ეკლესია არის ერთიანი” – მამა შალვა კეკელია

მაისი 12, 2026
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია

“ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია” – ზურიკო დავითაშვილი

მაისი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია