• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აპრილი 12, 2026
ში მსოფლიო
როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს  მთელი მსოფლიო  განსაკუთრებულად აღნიშნავს. საქართველოში  ამ დღეს  კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს ლამაზად აფორმებენ, საბერძნეთში თიხის ჭურჭელს ამსხვრევენ, ისრაელში კი ადამიანები სიმბოლურად გადიან იმავე გზას, რომელიც იესომ ქრისტემ  ჯვარცმამდე გაიარა.

მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება აღდგომას მსოფლიოს დანარჩენ  ქვეყნებშიც:

საფრანგეთი

მაგალითად,  სამხრეთ საფრანგეთში  სააღდგომოდ მთავარ მოედანზე 4500 კვერცხისგან გიგანტურ ომლეტს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. ლეგენდის თანახმად, სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას ნაპოლეონი და მისი არმია დასასვენებლად სწორედ ამ ადგილას გაჩერდნენ. იმპერატორმა მოქალაქეებს სთხოვა კვერცხები მოეტანათ და ომლეტი მოემზადებინათ. ტრადიცია სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს.

ვატიკანი

კათოლიკური ეკლესიის ცენტრში, ვატიკანში აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი მორწმუნე ესწრება წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე გამართულ საკვირაო მესას. ამ დროს რომის პაპი ქრისტიანულ სამყაროს საზეიმოდ მიმართავს.
 
საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, დიდ შაბათს მოსახლეობა აივნებიდან ტაფებსა და ქვაბებსისვრის.  ძველი ნივთების ფანჯრიდან სროლა ბერძნული სააღდგომო ტრადიციაა, რაც სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისსა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაში, რომელიც „ფერად კვერცხებზე” ნადირობის სახელით არის ცნობილი. ამ დროს მამაკაცები სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს მინდორში მალავენ, ხოლო ქალები და ბავშვები მათი ძებნით არიან დაკავებულები. ამერიკელები აღდგომას შოკოლადის ბაჭიებითა და ფერადი კვერცხებით ხვდებიან.

პოლონეთი

„სმინგუს-დინგუსი”, – ასე ჰქვია ჰქვია პოლონურ სააღდგომო რიტუალს, რომლის დროსაც ადგილობრივები ერთმანეთს წყალს ასხამენ, რათა წარსული შეცდომებისგან გათავისუფლდნენ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ტრადიცია სათავეს მეთოთხმეტე საუკუნიდან იღებს. მიჩნეულია, რომ გოგონები, რომლებიც ამ დღეს წყლით დასველდებიან, წლის ბოლომდე პარტნიორს აუცილებლად იპოვიან და იქორწინებენ.

გვატემალა

გვატემალაში არც მეტი , არც ნაკლები, დღესასწაულის წინა დღეს ქუჩაში ფერად ხალიჩებს აგებენ. მათ შესაქმნელად მოსახლეობა ყვავილებს, ხილსა და ბოსტენულს იყენებს. ამბობენ, რომ ამით ისინი ღვთისადმი სიყვარულს, რწმენასა და აღდგომის სიხარულს გამოხატავენ.

ფლორენცია

ფლორენციის მცხოვრებლები ყოველ წელს სკორპიო დელ კაროს, იგივე „ეტლის აფეთქებას” აღნიშნავენ. დეკორატიული ეტლს, რომელიც ფოიერვერკებითაა სავსე, მეთხუთმეტე საუკუნის სამოსში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ყველა ქუჩაში დაატარებს. სააღდგომო წირვის შემდეგ კი, ფლორენციის მთავარეპისკოპოსი მას ცეცხლს უკიდებს. ადგილობრივების თქმით, სააღდგომო ტრადიცია კარგი მოსავლის საწინდარია.

მიუხედავად განსხვავებული სააღდგომო ტრადიციებისა, მსოფლიო მასშტაბით ადამიანები ამ დღესასწაულს მოუთმენლად ელიან და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს სიხარულით ზეიმობენ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
შეძლებთ, გამოიცნოთ ეს მათემატიკური კანონზომიერება?

შეძლებთ, გამოიცნოთ ეს მათემატიკური კანონზომიერება?

აპრილი 12, 2026
რას ამბობდა მამა გაბრიელი ილია მეორის შესახებ

რას ამბობდა მამა გაბრიელი ილია მეორის შესახებ

აპრილი 12, 2026
საქართველოში 372 477 ადამიანი სესხს ვერ იხდის და „შავ სიაშია“

საქართველოში 372 477 ადამიანი სესხს ვერ იხდის და „შავ სიაშია“

აპრილი 12, 2026
როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აპრილი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია