• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს

აპრილი 14, 2026
ში პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სწორედ ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს
0
გაზიარება
9
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

გილოცავთ დედაენის დღეს, ქართული ენის დღე, რომელსაც ყოველწლიურად განსაკუთრებით აღვნიშნავთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული ენა, არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული. ეს არის ცივილიზაცია. ეს არის უწყვეტობა, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს.

მისი თქმით, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს. ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება, მთელი თავისი სიღრმით.

„ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ენა არის ჩვენი იდენტობის ბირთვი – ჩვენი ისტორია, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი სული.

ილია ჭავჭავაძეს არ შეუთხზავს ფორმულა მამული, ენა, სარწმუნოება. მან მხოლოდ დაინახა, შეაჯამა და გამოთქვა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართველ ერს. ეს არის სამი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ყოფა. თუ ერთი სვეტი დაირღვა, დანარჩენიც იწყებს რყევას.

თაობებს შორის კავშირი, დროში და სივრცეში გაბმული ეს უწყვეტობა, არის ერის თვითიდენტიფიკაციისა და კოლექტიური მეხსიერების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივემართებით. რა არის ჩვენში ურყევი, შეუცვლელი და ბოლომდე დასაცავი, და რა არის ის, რაც ცვალებად დროში ადაპტაციის შესაძლებლობას გვაძლევს.

ჩვენს პატრიარქს ხშირად უყვარდა თქმა: „დრონი იცვლებიან და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“. მაგრამ, ამავე დროს, იმასაც გვასწავლიდა, რომ ამ ცვლილებებში საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავკარგოთ ის, რაც გვხდის ქართველებად. ეს არის ჩვენი მისია.

ქართული ენა, ეს არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული. ეს არის ცივილიზაცია. ეს არის უწყვეტობა, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს.

ძნელია მოიძებნოს სხვა ენა, რომლის საუკუნეების წინანდელი ფორმაც ასე გასაგები იყოს თანამედროვე ერისთვის. ქართულ ენას სწორედ ეს უნიკალური უწყვეტობა აქვს. ჩვენ ვკითხულობთ 1700 წლის წინანდელ წმინდა ნინოს ცხოვრებას, 1500 წლის წინანდელ შუშანიკის წამებას და არა მხოლოდ გვესმის მათი შინაარსი, ჩვენ ვგრძნობთ მათ სულს, მათ ძალას, მათ მშობლიურობას. ეს არის იშვიათი ისტორიული პრივილეგია და ამავდროულად – დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა იმ სიძნელეების შესახებ, რომლებიც ქართველმა ერმა, ქართული ენის დასაცავად გამოიარა.

„ბოლო ორი საუკუნე იყო პატარა ენების დასუსტებისა და გაქრობის ეპოქა. გლობალიზაციამ გააძლიერა ძლიერები და დაასუსტა სუსტები. მაგრამ ქართველი ერი ამ პროცესს დაუპირისპირდა, შეგნებულად, მიზანმიმართულად, და გადაარჩინა თავისი ენა.

შემდეგ დადგა 1978 წლის 14 აპრილი. ერთი შეხედვით ტექნიკური ცვლილება, ერთი ჩანაწერის შესწორება, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველა სხვა რესპუბლიკამ უხმოდ მიიღო.

ნაცვლად მანამდე მოქმედი 1937 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული დებულებისა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენად იყო აღიარებული, კონსტიტუციის ახალი რედაქციის 75-ე მუხლი რესპუბლიკის ყველა მოქალაქისთვის მხოლოდ „მშობლიური ენის გამოყენებას“ უზრუნველყოფდა, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსს კი აუქმებდა.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მორიგ ჯერზე აღვნიშნეთ 9 აპრილი, რომელიც უკავშირდება 1989 და 1991 წლებს. ერთი თვით ადრე ჩვენ გავიხსენეთ 70 წლისთავი 9 მარტისა, როდესაც ასობით ადამიანი დაიღუპა თბილისის საპროტესტო გამოსვლებისას. დღეს კი ვიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილს.

ეს მოვლენები, მიუხედავად განსხვავებული შინაარსისა და ფორმისა, იყო ერთი და იმავე სულის გამოვლინება – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილის, იმ ეროვნული ენერგიისა და ღირსებისა, რომელსაც ქართველი ხალხი ყველა ეპოქაში ატარებდა, ინახავდა და არასოდეს თმობდა.

და სწორედ ასე, 14 აპრილსაც, ქართველმა ხალხმა მტკიცედ უთხრა „არა“ გარე ძალის თავსმოხვეულ ნებას. ეს იყო მკაფიო გზავნილი: ქართველმა შეიძლება ბევრი სიძნელე აიტანოს, მაგრამ საკუთარ იდენტობაზე ხელის ხლებას ის არასდროს შეეგუება.

სწორედ ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ჩვენ ვარჩევთ ჩვენსას და უცხოს, შინაურს და გარეულს. ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება, მთელი თავისი სიღრმით.
ქართული სული სრულად მხოლოდ ქართულ ენაში ცოცხლობს.

სწორედ ამიტომ დაიცავით, დაეუფლეთ, განავითარეთ და „დაიმარხეთ“ ენა ქართული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს“, – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია