ილია II-ის აღსაყდრების ისტორიულ პროცესში, ბევრისთვის უცნობი ფაქტი იკვეთება – იმ დროს ორი ქალი სრულუფლებიანი დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა. ვინ იყვნენ ისინი და რა როლი შეასრულეს პროცესში, ამაზე ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე საუბრობს.
„ერთი ქალბატონი ჩანს პატრიარქის აღსაყდრების ფილმში. მაშინ, მართვა-გამგეობის შესაბამისად, შეიძლებოდა ქალებსაც მიეღოთ მონაწილეობა სრული ხმის უფლებით — ვისაც აირჩევდა ეპარქია და დელეგატად გამოგზავნიდა.
ეს ქალბატონი იყო ქეთევან ბარბაქაძე – სიონის იკონომოსი, საფინანსო განყოფილების უფროსი. მეორე ქალბატონი იყო დიდუბის ეკლესიის რეგენტი, ქალბატონი თაისი ტორონჯაძე — სამანდატო კომისიაში.
ორი ქალბატონიც იღებდა მონაწილეობას.“, – ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.














