• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ხელიდან არ უნდა გაგვეშვა მომენტი

აპრილი 15, 2026
ში პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია: ხელიდან არ უნდა გაგვეშვა მომენტი
0
გაზიარება
2
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ორი-სამი თვის წინ ადამიანები ამბობდნენ, რომ არჩევნებში არ უნდა გახვიდე. იგივე ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებდნენ. პეტერ მადიარს ამ ლოგიკით რომ ევლო, რითაც ბოიკოტის თემით 2025 წელს იარეს, დღეს უნგრეთის პრემიერი ისევ ვიქტორ ორბანი იქნებოდა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს არის მწარე, მაგრამ მარტივი სიმართლე“.

„პეტერ მადიარი შევიდა ბრძოლაში, რომელიც სრულად უთანასწორო იყო. მედიის 80% იყო ორბანის, ათობით მილიარდი იყო ორბანის. 16 წლის განმავლობაში პოლიტიკური სისტემა მთლიანად ერთ პარტიაზე იყო მოწყობილი. სასამართლო ვიქტორ ორბანის მიერ იყო კონტროლირებადი. უნგრეთი იყო პრივატიზებული და ერთ პარტიას ეკუთვნოდა“, – განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ოპოზიციამ შემოდგომაზე მნიშვნელოვანი მომენტი გაუშვა ხელიდან.

„ის მომენტი, რომელიც შემოდგომაზე იყო შექმნილი, ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. მაპატიეთ, მაგრამ ეს იყო სისულელე. ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ ძალიან დიდი ბზარი გაუჩნდებოდა რეჟიმს, თუ ის ხუთ ქალაქს წააგებდა“, – განაცხადა გეგელიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – „ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნება ან 2028 წლის არჩევნებზე ოპოზიციას რა გეგმა აქვს იმისთვის, რომ მადიარის წარმატება გაიმეოროს?“ – გეგელიამ უპასუხა, რომ ოპოზიციამ მომავალში ჭკუა უნდა ისწავლოს.

„ოპოზიციამ, პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს ძახილი, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის საყვარელი სლოგანი. მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული ძალების ბრალია, რომ დღეს ვსხედვართ ქალაქში, რომელსაც 20%-იანი „ქოცი“ მართავს. ამაზე საუბარს ვერ შევწყვეტ. კიდევ რაღაც უნდა გასწავლონ და მიგითითონ, ბოდიში, მაგრამ ეს არ „მოსულა“. მომავალში ჭკუა უნდა ვისწავლოთ, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ. უნგრეთის წყალი გადაგვესხასო, ამბობენ, ტვინი გადაგვესხას. ის ხალხი მეუბნება, უნგრეთის წყალი გადაგვესხასო, რომელიც გვიმტკიცებდა, არჩევნებში თუ შეხვალთ, რუსულია, გაყალბებულ სისტემას რა აზრი აქვსო. ახლა მადიარი მოსწონთ. ჩამოვყალიბდეთ, რომელი გზა მოგვწონს. მადიარის გზის სწამს ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მეც. რთულია, ძნელია, მაგრამ ამ ქვეყანაში გაუყალბებელი არჩევნები გახსოვთ?“ – განაცხადა გეგელიამ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია