• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

“ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ… ” – ინტერვიუ ეკა კვალიაშვილთან

აპრილი 15, 2026
ში საზოგადოება
“ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ… ” – ინტერვიუ ეკა კვალიაშვილთან
0
გაზიარება
8
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლო ათი წლის მანძილზე გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს მკურნალობდა, რის შესახებაც არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ეკას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი ჯერ საქართველოში დაუსვეს და შემდეგ საფრანგეთშიც იმყოფებოდა გამოკვლევებზე.

მომღერალს მკურნალობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა, იცოდა რომ ეს დაავადება განუკურნებელი იყო, მაგრამ ფარ-ხმალს არასდროს ყრიდა და ამბობდა, რომ დაავადებას, ღმერთის წყალობით, მაინც დაამარცხებდა.

ერთი თვის წინ ეკა, თურქეთში იმყოფებოდა გამოკვლევებზე, სადაც უთხრეს რომ ის ათი წელი გაფანტულ სკლეროზზე არასწორად მკურნალობდა.

– ათი წელი არასწორად ვიცოდი ჩემი დიაგნოზი. ვიცოდი ეს დაავადება მქონდა, მაგრამ ამ მოცემულობას არ ვიღებდი. თურქეთში სულ სხვა მიზეზით წავედი. რამდენიმე წლის წინ სადარბაზოში დავეცი ცუდად და ამდენი ხანი მაწუხებდა ფეხის ტკივილი, მინდოდა ზუსტი დიაგნოზი დაესვათ, გამერკვია რა მჭირდა და ამისთვის გავემგზავრე თურქეთში. მოვხვდი ძალიან კარგ ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთან, რომელიც ნამდვილი ექიმი ჰაუსია, გამიკეთეს ანალიზები და ორ დღეში გამაგებინეს რა მჭირდა. აქ კი ათი წელი გამაგიჟეს. ამდენი წელი ვიცოდი რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და თურქეთში გაირკვა რომ მაქვს გლუტენის აუტანლობა. იმდენი მრტ მაქვს გადაღებული სიბნელეში ალბათ გავანათებ. თურქეთის ანალიზებმა ამოაგდო ავტოიმუნური დაავადება და ეს არის გლუტენის აუტანლობა, რაც საქართველოში არავის არ უთქვამს. როცა მივედი ენდოკრინოლოგთან, ექიმმა თქვა 25 წლის გოგოს ანალიზები აქვს ამ გოგოს და გაფანტული სკლეროზი არა აქვსო. შემდეგ ჩემი სისხლი ერთთვიან კვლევაზე გადააგზავნა სტამბოლში და იქიდან ჩამოვიდა ეს პასუხი. გახსოვთ ალბათ წლების წინ ინტერვიუში გითხარით ჩემი განკურნება იქნება სასწაულითქო და ეს სასწაული მოხდა.

– როგორც ვიცი, როდესაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაგისვეს გადასამოწმებლად მაშინ პარიზის კლინიკაშიც იმყოფებოდით…

– საფრანგეთში მაშინ წავედი როდესაც საქართველოში დამისვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. აქედან რა მიმართულებაც მომცა ექიმმა ის კვლევები ჩავიტარე პარიზში, იქაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ ქალბატონმა რომელ ექიმსაც იქ შევხვდი, არ მირჩია გაფანტული სკლეროზის სპეციალურ პროგრამაში მოხვედრა. მაშინ 49 წლის ვიყავი ახალგაზრდა და მითხრეს, დროთა განმავლობაში დაავადება უკან დაიხევდა. ჯანმრთელობის რამე პრობლემა თუ შემაწუხებდა, მეუბნებოდნენ გაფანტულმა სკლეროზმა იცისო. ასე მოხდა ტრავმის მიღების შემდეგაც, დროთა განმავლობაში როცა გამიჭირდა და გამიჭირდა მოძრაობა, ვიკეთებდი კვლევებს, მხოლოდ გაფანტულ სკლეროზს აბრალებდნენ ყველაფერს. ახლა კი ვიცი, რაც მჭირს, სადარბაზოში დაცემის შემდეგ, ნერვი მომყვა მალებს შორის და ამიტომ მიჭირს სიარული, მაქვს გლუტენის აუტანლობა და ამ ყველაფერსაც სასწაულებრივად დავამარცხებ.

– ხომ არ აპირებთ უჩივლოთ იმ ექიმებს ვინც ამდენი ხანი არასწორ დიაგნოზს გისვამდათ?

– არავითარ შემთხვევაში, არ ვაპირებ ვინმეს ვუჩივლო. ასე მოხდა და ზუსტად ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება.

წყარო

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია