ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. თასისთვის ბრძოლას 4 გუნდი გააგრძელებს – ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“, მიუნხენის „ბაიერნი“, ლონდონის „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“.
ნახევარფინალში „პსჟ“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება (28 აპრილს და 6 მაისს), მეორე ფინალისტის ვინაობას კი „არსენალი“ და „ატლეტიკო“ გაარკვევენ (29 აპრილს და 5 მაისს).
ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.














