• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

„ეს ხატი გულით ნათხოვნს აღასრულებს…“ – ხილული სასწაულები, რომელიც წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში ხდება

აპრილი 17, 2026
ში საზოგადოება
„ეს ხატი გულით ნათხოვნს აღასრულებს…“ – ხილული სასწაულები, რომელიც წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში ხდება
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი მიდის, ეს ტაძარი საუკუნეებია, უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება. უამინდობის მიუხედავად, ღამის სამი საათიდან აღმართს მომლოცველთა გრძელი რიგი მიუყვება. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. ხოლო, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა, მადლობის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს:  ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა… სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავსო, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

ამ ადგილას წაჩხურის ციხე (შემორჩენილია კედლები და გალავანი) და წარმართული მოსკეს კერპი ყოფილა. „მოსკე“ მეგრულად მეძევეს, მეშვილეს, ხოლო „წაჩხურა“ წყალტივს ნიშნავს, „მოსკე  წაჩხური“ – ვაჟების მომცემს. უძველესი დროიდან კერპს მომლოცველები სწირავდნენ თავიანთი სიმაღლის სანთელს, ვერცხლის ძაფს (სირმა), სანთელ-საკმეველს, ფულს და მცირე ზომის მორთულ-მოკაზმულ აკვანს, მათ შორის, ვერცხლისას და შვილიერებას ევედრებოდნენ. ეკლესიაში დაბრძანებულ წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს ხალხმა „მოსკე წაჩხური“ უწოდა. ეს ხატი სწრაფლშემსმენელია და გულით ნათხოვნს აღასრულებს.

ამ დღეს უშვილოებს ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს, საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან. იქ მამათა მონასტერი რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს. სტიქაროსნები წყვილების სახელებს იწერენ და მთელი წლის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს ბერები უშვილო წყვილებს ლოცვებში იხსენიებენ, მთავარანგელოზს მათთვის შვილიერებას სთხოვენ. უშვილო წყვილებს ტაძარში ნებისმიერ ხუთშაბათს შეუძლიათ ასვლა და ლოცვა. ტაძარში მიტანილ პატარა აკვნებს სასულიერო პირები აკურთხებენ. ის აკვნები იმ უშვილო წყვილებს მიაქვთ, რომლებსაც აკვანი არ ამოუტანიათ. ბევრი ლამაზად მორთული აკვანი მშობლებს სახლში პატარებისთვის მიაქვთ. ამ ტაძარში მომხდარ სასწაულებზე დეკანოზი სერაფიმე დანელია გვიამბობს, რომელიც ამ ტაძრის წინამძღვარი იყო 13 წლის განმავლობაში და ამ ტაძარში მომხდარი სასწაულები აღწერილი აქვს თვის წიგნში „მომეფერე, უფალო“.

წყარო: „თბილისელები“

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია