ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს.
ქართველს შემტევს 13 საგოლე მოქმედება აქვს (8 გოლი, 5 ასისტი), ხოლო კილიან მბაპეს 16 (15 გოლი, 1 ასისტი). შეგახსენებთ რომ კილიან მბაპე ჩემპიონატს გამოეთიშა, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ კი 1/2 ფინალში „მიუნხენის ბაიერნს“ დაუპირისპირდება.














