• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 18, 2026
ში ჰოროსკოპი
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
91
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოთ, რადგან აქ დღეს საინტერესო მოსაუბრის გაცნობის დიდი შანსი გაქვთ. თუ დაოჯახებული ხართ, ეცადეთ, საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოთ, რათა ოჯახში კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვების აღზრდა მეტ მოთმინებასა და გაგებას მოითხოვს.

არაკეთილსინდისიერი კოლეგების გამართლებას ნუ ეცდებით! თუ ხელმძღვანელობა მათი მუშაობის ობიექტურ შეფასებას გთხოვთ, ეცადეთ, ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ანალიტიკური უნარების დახმარებით უნიკალური გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ, რომელიც ინვესტორების ყურადღებას მიიპყრობს და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. სასურველია, საღამოს საათები ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. შეწყვიტეთ საკუთარი ჯანმრთელობის იგნორირება, თორემ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ.

კურო

საკმარისია რაღაც ინატროთ და პარტნიორი უკვე თქვენი სურვილის ასრულებას ცდილობს? დადგა დრო, რომ როლები გაცვალოთ! ოჯახურ ურთიერთობებში ნდობა, ჰარმონია და სიხარული სუფევს, თუმცა, მოგზაურობა და სახლიდან გამგზავრება არ ღირს.

შესაძლოა მუშაობასა თუ სწავლაში სირთულეებს წააწყდეთ, მაგრამ არ დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება მასთან მიდის, ვისაც დაბრკოლებების გადალახვა შეუძლია. იღბალს იმ მოგებაზე საუბრით ნუ დააფრთხობთ, რომელიც ჯერ არ მიგიღიათ. თუ გრძნობთ, რომ ძალები გამოგელიათ, ნუ მოგერიდებათ, რომშვებულება აიღოთ და საქმეებს დროებით ჩამოცილდეთ.

ტყუპები

ასტროლოგიური პროგნოზი ახალ ნაცნობობას და შემდგომში ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობას გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან გულახდილობას და ოჯახური პრობლემების განხილვას მოერიდოთ.

ახლა ინიციატივის საკუთარ თავზე აღებისთვის საუკეთესო დრო არ არის. აცადეთ მოვლენებს, რომ თავისთავად განვითარდნენ. აკონტროლეთ ხარჯები და გაუფრთხილდით დანაზოგს. თუ ხმაური და ხალხმრავლობა გაღიზიანებ, ეცადეთ ურთიერთობები შეზღუდოთ და განმარტოვდეთ.

კირჩხიბი

ფინანსების სწორად მართვის უნარი შემოსავალს მოგიტანთ, გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა კი წარმატებამდე მიგიყვანთ. იღბალი ცხოვრების ყველა სფეროში თქვენს მხარესაა. შორიდან მიღებული ამბავი ერთდროულად გაგახარებთ და დაგამწუხრებთ. დროა, პირადი ცხოვრების მოწყობა დაიწყოთ.

დილას დაუგეგმავი საქმიანი შეხვედრები გელით, რომლებიც უახლოეს მომავალში მოვლენათა მსვლელობაზე გავლენას მოახდენს. ფინანსური საკითხების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ. მივლინებები ნაყოფიერი იქნება და უცხოელ პარტნიორებთან მყარ კავშირებს უზრუნველყოფს. ამ დღეს არ უნდა გადაიღალოთ, თორემ ენერგიის აღდგენა მთელი კვირის განმავლობაში მოგიწევთ.

ლომი

გარემოებები გაიძულებთ, რომ გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ცვლილებებს ნუ შეეწინააღმდეგებით — ბედმა თქვენ ნაცვლად ბევრი რამ გადაწყვიტა.

არახელსაყრელი დღეა სადავო საკითხების გადაწყვეტისა და მნიშვნელოვანი არჩევანის გასაკეთებლად. სამსახურში ძველი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რომელიც დიდი ხანია შეჩერებულია და თქვენს ჩარევას მოითხოვს. ნურც ფინანსურ მიზნებს დაივიწყებთ და გადადგით ნაბიჯი თქვენი განზრახვების შესასრულებლად.

ქალწული

ეს დღე სჯობს, საკუთარ თავსა და მიმდინარე საქმეებს დაუთმოთ. ხელსაყრელი დროა საბუთების მოწესრიგებისთვის.
ამ ნიშნის ზოგიერთი მარტოხელა წარმომადგენელი დღეს თავისი მეორე ნახევრის პოვნას შეძლებს.

დიდი ხანია სახლისთვის რაღაცების ყიდვას გეგმავთ და ახლა ამისთვის შესანიშნავი დღეა.

თუ გრძნობთ, რომ სამსახურში საქმესთან გამკლავება გიჭირთ, რჩევა გამოცდილ კოლეგას უნდა ჰკითხოთ. საღამოს შეიძლება შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურება მიიღოთ. თუ დანიშნული მკურნალობის კურსს ბოლომდე არ მიიყვანთ, დაავადება შეიძლება უფრო რთული ფორმით დაბრუნდეს.

სასწორი

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა — გამძლეობის გამოჩენა დაგჭირდებათ. ნუ ღელავთ, ახალი თანამშრომელი თქვენი კონკურენტი არ არის. ყურადღება მიაქციეთ ემოციებს — თავშეუკავებლობა მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გააღრმავოთ. თუ საჭიროა, გულახდილად ისაუბრეთ — ეს საუბარი ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და სასიყვარულო პაემნისთვის. ფრთხილად იყავით საქმიან ქაღალდებთან ან მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობისას. ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით, იუფროსოთ.

მეგობარს თქვენი ფინანსური დახმარება და რჩევა დასჭირდება. თუ მხარდაჭერა შეგიძლიათ, გასაჭირში ნუ დატოვებთ. ამ დღეს ბუნებაში ყოფნა გარემოსთან სულიერად დაგაკავშირებთ და პოზიტიური ენერგიით აგავსებთ!

მორიელი

მორიელებისთვის რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. ემოციების მცირე გამოვლენაც კი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. ხელსაყრელი დღეა სახლსა თუ ბაღში მუშაობისთვის.

თუ მცირე ბიზნესს ფლობთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ამ პერიოდში სჯობს ახალ ნაცნობობას მოერიდოთ. ბოლო დღეების დაძაბულობის მოსახსნელად, შეგიძლიათ მცირე ოჯახური წვეულება მოაწყოთ, სადაც ყველაზე ახლობელ ადამიანებს შეკრებთ.

სამსახურში ნუ დაიგვიანებთ და დისციპლინას ნუ დაარღვევთ! ასტროლოგიური პროგნოზი მიუთითებს, რომ ამ დღეებში ხელმძღვანელობა განსაკუთრებულად გაკვირდებათ. თქვენი შფოთვა შესაძლოა ახლახან მომხდარი ნეგატიური მოვლენებით არის გამოწვეული, მაგრამ ეცადეთ ამაზე ნაკლები იფიქროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ძალაუფლების ჩვენების ცდუნება გაგიჩნდებათ, თუმცა სჯობს, ეს სურვილი ჩაახშოთ. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა ვინმეს უნებლიეთ გული არ ატკინოთ. კარგი დროა ძველი იდეების განხორციელებისთვის. თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობა გამძიმებთ, სიყვარულის თამაში უნდა შეწყვიტოთ.

ენერგიის სიჭარბემ შესაძლოა აგრესია გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ემოციური ფონი აკონტროლოთ. გაუფრთხილდით არაკეთილსინდისიერი კოლეგების ჭორებს — მათ შეუძლიათ თქვენს რეპუტაციას საფრთხე შეუქმნან.

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა — შესაძლოა ბევრი ფული ფუჭად დახარჯოთ. საღამოს მხიარული განწყობა შეიძლება მხოლოდ ალკოჰოლმა ან უხარისხო საკვებმა გაგიფუჭოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის მშვიდი და გაწონასწორებული დღეა. კვირის ბოლოს სჯობს მთელი ყურადღება შემოქმედებით საქმიანობაზე გადაიტანოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი. თქვენი იდეები რომანტიკული საღამოსთვის წარმატებული იქნება. თუ საყოფაცხოვრებო პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით ჯობს რჩევა სანდო და გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ.

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე სირთულეები, რომელთა მოგვარება სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. მიღწეული შეთანხმებები შესაძლოა, გაუთვალისწინებელი გარემოებების, ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა სირთულეების გამო დაირღვეს.

ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ბუნებაში რეგულარული სეირნობა კი ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

მერწყული

რთული დღეა – მცირე დაბრკოლების გადალახვაც კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ნუ გაბრაზდებით და აგრესიას ნუ გამოავლენთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რომ ავტორიტეტი არ დაიზიანოთ. უცნობებს ბრმად ნუ ენდობით და პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი უამბოთ.

მოერიდეთ მატყუარებსა და თაღლითებს — თქვენს სიახლოვეს არის ადამიანი, რომელიც თქვენს მოტყუებას ცდილობს. თქვენი ენერგეტიკული ფონი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვლება და აპათიის პერიოდებს მხნეობა და ძალების მოზღვავება შეცვლის. მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიტვირთოთ.

თევზები

თევზებისთვის არც ისე სახარბიელო პერიოდი იწყება — დღეს დიდია დანაკარგის რისკი. ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით, სჯობს ყურადღება დაუსრულებელ პროექტებზე გადაიტანოთ. დააკვირდით თქვენს გარემოცვას — არაკეთილისმსურველ ადამიანებთან ურთიერთობა ფრთხილად უნდა შეწყვიტოთ.
ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და გადაწყვეტილებები მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე, რომელსაც შემოგთავაზებენ. შესაძლოა გეგმებისა და იდეების განხორციელებისას სირთულეებს შეეჯახოთ. გულუბრყვილობა და ზედნეტად მიმნდობი ხასიათი არაკეთილმოსურნეების შემჩნევაში ხელს შეგიშლით.

არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ დეპრესიის შეტევების დაძლევას ისეთი სტიმულატორებით, როგორიცაა ტკბილეული ან ალკოჰოლი.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია