• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

“როგორ მივაღწიოთ მშვიდობას? ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა” – მეუფე შიო

აპრილი 20, 2026
ში რელიგია
უწმინდესი გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას – მეუფე შიო
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – უნდა იყოს ურთიერთგაგება, კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის, მიმტევებლობა, პატიების უნარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს წაკითხულ სახარებაში მოვისმინეთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა – მშვიდობა თქვენდა. მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულიც მათთან ერთად იყო და კიდევ ერთხელ უთხრა – მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს ამ მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. მაშასადამე, უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან. ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას, ვერც ღმერთთან, ვერც ადამიანებთან. ამის დასტური არის მთელი კაცობრიობის ისტორია. საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება. მაშ, როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? ის ორგვარია – ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული წინაღობა იხსნება და ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, არა მხოლოდ მივუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით.

მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან, რაც მიიღწევა სახარებისეული ცნებების დაცვით. ჩვენ დღეს ასევე ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რა პირობებია ამისთვის? ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, მეორე – უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი. ეს მთავარი პირობებია, რაც მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით.

გახსოვთ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას – ორივე ნება უნდა იყოს. მარტო ჩვენი ნებით რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. როგორ შეიძლება, დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ცილისწამება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია. რასაც ჩვენ ასე უხვად ვხედავთ მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. იციან თუ არ იციან ფაქტები, თუ მარტო აღქმებს ეყრდნობიან, თუ ჭორებს ეყრდნობიან, ასე იმეტებენ ძალიან სასტიკად ადამიანებს, უშვერი სიტყვებით. ეს რაზე მეტყველებს? – უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ როგორც გონებრივ განვითარებას, ასევე სულიერს, რომ სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაც დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული. ამიტომ, უფალი ყველაფერს ხედავს, ის ხედავს ჩვენს ამ ქცევას, რითიც ვარღვევთ ამ მშვიდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ ჩვენ მშვიდობა გვსურს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ, ეს მანკიერება გამოვასწოროთ და ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ, სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში, რა გინდ არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგვწონდეს მისი ქცევა. იცით, კიდევ რა არის აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პირადი სისუსტეები და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ.

გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის, ყოველივე, რაც გინდათ, რომ ადამიანებმა გაგიკეთონ, თქვენც გაუკეთეთ მათ. შემდეგი პირობა არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. ჩვენ როცა თანავუგრძნობთ ადამიანებს, მათ მწუხარებებს, მათ სიხარულებს, უკვე ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები. როგორც უფალი ამბობს, თუ გინდა, რომ პირველი იყო, იყავი ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური. რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ა.შ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება, დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების დამკვიდრება. მესამე პირობა არის პატიების უნარი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვებრძოლოთ ბოროტებას და ყველას ყველაფრის კეთების უფლება მივცეთ, ამით ბოროტება წავახალისოთ, არა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას. ბოროტებასთან ბრძოლა მოვალეობაა ყოველი ქრისტიანის, როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემო. ამასთან, აუცილებლად უნდა გვქონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან და როდესაც საჭიროა, ამას უნდა ვავლენდეთ. მტერთან მოქცევაშიც გულმოწყალება აუცილებელია. უფალი იესო ქრისტე ორჯერ ამბობს – მშვიდობა თქვენდა და ეს მშვიდობა დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ამიტომ უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
ტყუპი ბერის ემოციური ისტორია – ერისკაცობაში ხვიჩა და გოჩა, ბერობაში კი პეტრე და პავლე

ტყუპი ბერის ემოციური ისტორია – ერისკაცობაში ხვიჩა და გოჩა, ბერობაში კი პეტრე და პავლე

აპრილი 15, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“პატრიარქის არჩევის პროცესში საერო პირები არ უნდა ჩაერიონ” – პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე

“პატრიარქის არჩევის პროცესში საერო პირები არ უნდა ჩაერიონ” – პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე

აპრილი 20, 2026
“მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ და არ უჯერებდნენ” – დათო არჩვაძე

“მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ და არ უჯერებდნენ” – დათო არჩვაძე

აპრილი 20, 2026
რის გამო შეუჩერა პატრიარქმა მამა ნიკოლოზს მღვდელმსახურება?

რის გამო შეუჩერა პატრიარქმა მამა ნიკოლოზს მღვდელმსახურება?

აპრილი 20, 2026
COVID-ის ახალი შტამის სიმპტომები

COVID-ის ახალი შტამის სიმპტომები

აპრილი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია