• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

სასწრაფოს ექიმებმა პაციენტს გულის მუშაობა სამჯერ აღუდგინეს

აპრილი 21, 2026
ში საზოგადოება
სასწრაფოს ექიმებმა პაციენტს გულის მუშაობა სამჯერ აღუდგინეს
0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ქართველმა ექიმებმა კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს. სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს:

„სასწრაფო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალის 0535-მა ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით – „ზოგადი სისუსტე“.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს შუახნის მამაკაცი დახვდათ ფერმკთალი, ძლიერი სისუსტით. ექიმი მარიამ ჩხაიძე იხსენებს, რომ პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა კარდიოგრამის გადაღება, სადაც ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა დაფიქსირდა და დაუყოვნებლად დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, ხოლო ცენტრალური სადისპეტჩეროს მიერ მიმდინარეობდა შესაბამისი პროფილის სტაციონარის შეთანხმება.

ექიმის თქმით, პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოულოდნელად გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა და მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია.

დროულად დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, აღდგა სინუსური რითმი, თუმცა რამდენიმე წუთში, განმეორდა გულის გაჩერება და ისევ ასისტოლია დაფიქსირდა მონიტორზე.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის პროფესიონალიზმის შედეგად, კვლავ წარმატებით მოხდა გულის მუშაობის აღდგენა. სამაშველო სამსახურის დახმარებით, მამაკაცი ნათელი ცნობიერებით და სტაბილური სასიცოცხლო მაჩვენებლებით მოთავსდა სასწრაფო დახმარების მანქანაში.

კლინიკაში შესვლისას, მამაკაცმა ისევ შეუძლოდ იგრძნო თავი, დაკარგა გონება, განვითარდა ასისტოლია. სასწრაფო დახმარებისა და კლინიკის ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ისევ მოხერხდა გულის მუშაობის მესამედ აღდგენა.

პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა კვლევები. აღმოჩნდა, რომ ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და რამდენიმე წლის წინ გაკეთებული შუნტირება. შესაბამისი მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამჟამად თავს გრძნობს კარგად და მალე გაეწერება ბინაზე”.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

აპრილი 20, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ხშირად ილოცეთ, ბავშვებო“ – ბერი პაისის დარიგება

“ხშირად ილოცეთ, ბავშვებო“ – ბერი პაისის დარიგება

აპრილი 21, 2026
გზა ბავშვობიდან ეკლესიის საჭეთმპყრობლობამდე

„წაიკითხეთ სახლში, სამსახურში, ტაძარში…“ – ილია მეორეს დაწერილი ლოცვა

აპრილი 21, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ყველაზე ძლიერი საშუალება, რომ ვიყოთ ღმერთთან, არის წირვა…“ – თეოდორე გიგნაძე

აპრილი 21, 2026
ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა, გითხრათ ორი სიტყვა – იაგო ხვიჩია

ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა, გითხრათ ორი სიტყვა – იაგო ხვიჩია

აპრილი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია