• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა, გითხრათ ორი სიტყვა – იაგო ხვიჩია

აპრილი 21, 2026
ში პოლიტიკა
ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა, გითხრათ ორი სიტყვა – იაგო ხვიჩია
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ნაცების“ „ალიანსში“ მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ.

„ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა, გითხრათ ორი სიტყვა. „ნაცების“ ალიანსში“ მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ. ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?! „ნაცების“ „ალიანსში“, რომელსაც ჩერგო და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადეს, რომ მიშა ხმას ნუ იღებსო. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება, იყოს?! მე არ მესმის. ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ. თან ვინ? ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია და ახლა იძახიან, ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო. ამ ყველაფრით ძალიან გაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, ყველა პატიოსანი „ნაცი“, რომელსაც „ნაცური“ პრინციპების ერთგულება ესმის, თუ ასეთი ვინმე მართლა ჯერ კიდევ დარჩენილია, სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას. დღესვე უნდა ითხოვდნენ მის დაშლას, ვიდრე უფრო დიდ უტიპროფამდე და მიშას უფლებების კიდევ უფრო უარეს შეზღუდვამდე არ მისულა ეს საქმე.

ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანი ლაპარაკობდეს, მე ვარ „ნაცური“ ფრთის წარმომადგენელიო, ამავდროულად მხარს უჭერდეს იმას, რომ ამ გაერთიანების ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლეოდეს სიტყვის თქმის უფლება. გასაგებია, ბევრი წიკვინებს ამასთან დაკავშირებით, ბევრი ხმაური იქნება, მაგრამ ძალიან დიდი უტიპრობაა, რომ „ნაცურ“ გაერთიანებაში ჩერგო ბლოკავდეს მიშას მხარდასაჭერ აზრებს, პოსტებს თუ კომენტარებს.

„ნაცებს“ მოგიწოდებთ, ნუ, დანებდებით და ნუ, მისცემთ საშუალებას „ ქოცების“ ინტერესების გამომხატველ „ალიანსს“, თავზე გადააბიჯოს „ალიანსის“ ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. იცით, მე არ ვარ კეთილგანწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ , მაგრამ ასეთი უსამართლობა დაპატიმრებული ლიდერის მიმართ, რომ მას გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ და მის მხარდამჭერებს ბლოკავდნენ მიშას დამცველი ტექსტის დაწერისთვის, ისეთი ტიპის უსამართლობაა, რომელზეც „ქოცები“ სულ იოცნებებენ. მე არ მინდა, ასეთი უსამართლობა ხდებოდეს. მინდა, „ნაცური“ „ალიანსის“ თუ კოალიციის ლიდერი იყოს ის, ვინც ნამდვილი ლიდერია და არა ის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც ლიდერობა იმის გადაწყვიტეს, რომ „ნაცების“ რეალური და ჭეშმარიტი ლიდერი არის ციხეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადების გამოეხმაურა: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან“.

18 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.

ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

აპრილი 20, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ხშირად ილოცეთ, ბავშვებო“ – ბერი პაისის დარიგება

“ხშირად ილოცეთ, ბავშვებო“ – ბერი პაისის დარიგება

აპრილი 21, 2026
გზა ბავშვობიდან ეკლესიის საჭეთმპყრობლობამდე

„წაიკითხეთ სახლში, სამსახურში, ტაძარში…“ – ილია მეორეს დაწერილი ლოცვა

აპრილი 21, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ყველაზე ძლიერი საშუალება, რომ ვიყოთ ღმერთთან, არის წირვა…“ – თეოდორე გიგნაძე

აპრილი 21, 2026
ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა, გითხრათ ორი სიტყვა – იაგო ხვიჩია

ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა, გითხრათ ორი სიტყვა – იაგო ხვიჩია

აპრილი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია