• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სპორტი

4 ოქროს მედალი – ქართველი ძიუდოისტების ისტორიული ტრიუმფი თბილისში

აპრილი 22, 2026
ში სპორტი
4 ოქროს მედალი – ქართველი ძიუდოისტების ისტორიული ტრიუმფი თბილისში
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

16-19 აპრილს თბილისმა უმასპინძლა ტურნირს, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, სადაც ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით უძლიერესი შემადგენლობით ვიასპარეზეთ, ქართველმა ძიუდოისტებმა 7 მედალს მოუყარეს თავი: ჩვენს აქტივში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.

ოქროს მედალოსნები გახდნენ:

● გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)

● ლუკა მაისურაძე (90 კგ.)

● ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)

● ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.), ხოლო ბრინჯაოს მედლით ილია სულამანიძე (100 კგ.) დაჯილდოვდა.

ამ შედეგით, ჩემპიონატში მონაწილე 46 ქვეყანას შორის, პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 27-მა ქვეყანამ ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა და ამ ფონზე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები პოდიუმზე თითქმის განუწყვეტლივ ჩანდნენ – კაცთა შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთის ფინალში ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ჩვენი გუნდის კაპიტნის, გურამ თუშიშვილის გამოსვლა ფინალში ძიუდოს ნამდვილი მასტერკლასი იყო. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე ეს გურამისთვის პირველი ტრიუმფი არ ყოფილა, თუმცა ამ ოქროს მედალს განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა, რადგან გამარჯვება სამშობლოში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე იზეიმა. მის წარმატებას კიდევ უფრო ღირებულს ხდის ის ფაქტი, რომ ფინალში გურამმა ლეგენდარული ჩეხი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონს – ლუკა მაისურაძესაც, რომელმაც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში სერბი კონკურენტი, ნემანია მაიდოვი, დამატებით დროში (Golden Score) ვაზარით დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ტრიუმფატორი ლაშა ბექაურიც ასპარეზობდა, თუმცა ხელის ტრავმის გამო ლაშამ კვარცხლბეკზე ასვლა ამჯერად ვერ შეძლო.

საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა ქართული სპორტის ცოცხალმა ლეგენდამ, ლაშა შავდათუაშვილმა. ფინალში მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი გახლდათ – ოლიმპიური ოქროსა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მატარებელი. გამარჯვებულის გამოსავლენად 9 წუთი გახდა საჭირო და უზომოდ დაძაბული ბრძოლის შედეგად, 13 წლის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გააჟღერა.

“ეთერ ლიპარტელიანის საბრძოლო სული წამითაც კი არ ჩამქრალა” – ასე შეაფასა EJU-მ (ევროპის ძიუდოს კავშირმა) ქართველი ძიუდოისტის ასპარეზობა. დიახ, ლიპარტელიანი არამხოლოდ მსოფლიოს, უკვე ევროპის ჩემპიონიცაა. ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევისთან დაპირისპირებაში ეთერი შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე მარცხდებოდა, თუმცა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა, შეხვედრა შემოატრიალა და ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.

ეს ტურნირი შესანიშნავი დემონსტრაციაა იმისა, თუ რა სიმაღლეზეა ქართული ძიუდოს ტრადიცია. „თუმცა, კიდევ უფრო მეტი შეგვეძლო“ – ასე შეაფასა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა დასრულებული ტურნირი. მისი თქმით, როდესაც ერთი ძიუდოისტი მაინც მედლის გარეშე რჩება, მას სრულფასოვანი კმაყოფილების საბაბი ვერ ეძლევა. ჩვენ შეგვიძლია, ეს სურათი სხვაგვარად დავინახოთ: მედლების რეკორდული რაოდენობისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოპოვებული 4 ოქროს მედლის ფონზე, მთავარი მწვრთნელის ასეთი მაქსიმალიზმი საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ქართული ძიუდო მომავალში კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწევს.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. საქართველოს ბანკი – საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია