• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჯანმრთელობა

რომელ წლამდე ითვლება მშობიარობა მაღალ რისკად? – მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია

აპრილი 22, 2026
ში ჯანმრთელობა
რომელ წლამდე ითვლება მშობიარობა მაღალ რისკად? – მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია
0
გაზიარება
3
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მეან-გინეკოლოგი, თსსუ პროფესორი, ნიკოლოზ კინტრაია, გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, რომელი ასაკი ითვლება ორსულობისა და მშობიარობისთვის ნაადრევად და რომელი – ე.წ. ხანდაზმულად:

​- ადრე 28 წელი ითვლებოდა… ჩვენ ასე გვასწავლიდნენ, რომ 28 წლის შემდეგ მშობიარობა უკვე ხანდაზმულად მიიჩნეოდა. თუმცა, 28 წლის ასაკი ხანდაზმულობისგან შორს არის, უბრალოდ მშობიარობისთვის ითვლებოდა, რომ ეს უკვე აღარ იყო პატარა ასაკი, განსაკუთრებით პირველ მშობიარობაზე.

ხანდაზმული მშობიარობის ასეთი უნიფიცირებული განმარტება მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში, უმრავლესობა 35 წლის ზევით ასაკს მიიჩნევს ხანდაზმულად. ზოგი ქვეყანა კი თვლის, რომ ხანდაზმული მშობიარე 40 წლის ზევით არის. ეს ასაკი ბოლო დროს გაიზარდა. რაც შეეხება იმას, თუ საიდან უნდა დაიწყოს ოპტიმალური ასაკი მშობიარობისთვის, პრინციპში ყველგან 18 წელია მიღებული.

18 წლამდე მშობიარობა მაინც მაღალ რისკად ითვლება, ისევე როგორც 35-40 წლის ზევით ასაკი.

ნებისმიერ ასაკში ორსულობა უნდა დაიგეგმოს. ყველაფერი კარგად მიდის მაშინ, როცა ორსულობა წინასწარ არის დაგეგმილი. თუ ასე ხდება, 18 წლამდე ასაკში, რა თქმა უნდა, ურჩევენ, რომ ჯერ არ დაგეგმოს ორსულობა. რაც შეეხება უფრო მოგვიანებით ასაკს, დავუშვათ 35 წლის ზევით, აქ რისკები დედის მხრივაც არსებობს და ნაყოფის მხრივაც. ნაყოფის მხრივ იზრდება გენეტიკური დაავადებების და ქრომოსომული დარღვევების რისკი – როგორიცაა, მაგალითად, დაუნის სინდრომი, ანუ 21-ე, მე-18 და მე-13 ქრომოსომების ტრისომიები. ეს არ ნიშნავს, რომ ეს დარღვევები აუცილებლად იქნება, მაგრამ რისკი მაღალია და ამიტომ სკრინინგია საჭირო…

ამის გამო ქალებმა დაორსულებაზე უარი არ უნდა თქვან. უბრალოდ, ხდება ამ ქალბატონების წინასწარ მომზადება, თუნდაც ფოლიუმის მჟავის მიღებით და ამ ფონზე დაორსულება.

თუმცა, მხოლოდ ფოლიუმის მჟავა არ არის საკმარისი. რისკები გაზრდილია იმ სომატური დაავადებების გამოც, რომლებიც 40 წლის ასაკში უფრო ხშირია, ვიდრე 18-დან 35 წლამდე.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ნახეთ 2024 წლის აღწერის მიხედვით, რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა

ნახეთ 2024 წლის აღწერის მიხედვით, რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა

აპრილი 23, 2026
თუ ბავშვებში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ

თუ ბავშვებში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ

აპრილი 23, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია” – მამა თეოდორე გიგნაძე

აპრილი 23, 2026
თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

აპრილი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია