• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

“კარგია, თუ სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ” – მამა გაბრიელი

აპრილი 22, 2026
ში რელიგია
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მამა გაბრიელი მასთან მისულ სულიერ შვილებთან წინასწარმეტყველებდა იმ დროზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, თუმცა მისი ნიშნები უკვე შეინიშნება. ეს არის ქადაგება ანტიქრისტეზე და მის ნიშანზე, რომლითაც ბევრი ცდუნდება და დაიღუპება.

რატომ არ უყვარდა წმინდა მამას ქართველების უცხოეთში საცხოვრებლად წასვლა და რა გაფრთხილებას გვაძლევს ის მძიმე დროზე, აქ წაიკითხავთ.

***

“მალე აღარ იქნება სხვადასხვა ფული, არამედ ერთი მსოფლიოს ფული. ანტიქრისტეს მეფობის დროს კი, ისიც გაქრება და მის ნაცვლად, ანტიქრისტე გამოსცემს ბეჭედს. ამ ბეჭდით ადამიანებს დაბეჭდავენ მარჯვენა მკლავზე და შუბლზე. ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს, ვერ ცხონდება. ის სამუდამოდ ამოიშლება ქრისტეს სიცოცხლის წიგნიდან.

ყოველი ადამიანი დიდი გამოცდისა და განსაცდელის წინაშე დადგება… ადამიანთა დიდი უმრავლესობა ნებით მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს. ძირითადად, ზნეობრივად გადაგვარებული ის ურწმუნო ადამიანები, რომელნიც მხოლოდ ბილწ, ხორციელ ვნებებსა და წუთისოფლის სიამეებს ელტვიან.

მორწმუნე, სულის ცხონების მაძიებელ ადამიანებს, მხოლოდ ერთი გამოსავალი ექნებათ: დატოვონ თავიანთი სახლები და მთებს, მიუვალ ადგილებს შეაფარონ თავი. მარტო არავინ არ უნდა წავიდეს. შესაძლებელია, ეშმაკმა კლდიდან გადაჩეხოს. ჯგუფურად გასვლა კარგი იქნება, ძალა ერთობაშია…

„ადამიანები, რომელნიც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ, მალევე ინანებენ და დასწყევლიან თავიანთ გაჩენის დღეს. მაგრამ, ვერაფრით უშველიან თავს. მალევე გაქრება მათი მოჩვენებითი, დროებითი ოქროს ხანის ილუზია. გართობისა და ხორციელი ვნებებით ტკბობის ნაცვლად, საშინელი ტანჯვა-წამება დაეწყებათ. დაავადდებიან სხვადასხვა მტანჯველი, მძიმე ავადმყოფობით. მიწიდან გამოვლენ სხვადასხვა სახის შხამიანი მკბენარები და დაკბენენ მათ. ყოველივე ამას თან დაერთვება საშინელი შიმშილი. ხე ნაყოფს არ გამოიღებს. ადამიანები გვამებს შეჭამენ. მათი ოქრო და ძვირფასი სამკაულები ქუჩაში ეყრება და არაფრის მაქნისი და მნიშვნელობის აღარ იქნება.

ქვეყნიერების გაჩენიდან თუ რაიმე ტანჯვა-წამება ყოფილა, ყველას ერთად ბევრად გადააჭარბებს ანტიქრისტეს დროს არსებული საშინელი ტანჯვა-წამება. უკიდურესად გაჭირვებული და გატანჯული ადამიანები მივლენ მასთან და ეტყვიან:

შენ ხომ ჩვენი ღმერთი ხარ, გვიშველე რამე. ის კი დაცინვით ეტყვის მათ: მე რა გიშველოთ, ხომ ხედავთ, ხე ფოთოლსაც არ იღებს. მაშინ მიხვდებიან ანტიქრისტეს დაბეჭდილნი, რომ ღმერთისთვის კი არა, უდიდესი ბოროტისთვის უციათ თაყვანი და მარადიული ტანჯვისთვის ერთხელ დასწყევლიან თავიანთ გაჩენის დღეს.

მათ კი, ვინც არ მიიღო ანტიქრისტეს ბეჭედი და სულის ცხონების მიზნით, მთებსა და ტყეებს შეაფარა თავი, სულიწმიდის მადლი მიახვედრებთ, როგორ უნდა იარსებონ. შეიძლება, ბევრი გზაშიც გარდაიცვალოს, მაგრამ მთავარი ხომ ქრისტეს გვერდით ყოფნა და სულის ცხონებაა.

იმ დროს რამდენად დიდი ცოდვებიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს და ქრისტესთვის გაუძლებს დიდ განსაცდელს, ეპატიება და ცხონდება“…

„თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და დევნა ყველგან იქნება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით. ათ-ათნი ან მეტნი იყავით, რათა დევნის დროს ერთმანეთს შეეშველოთ. როდესაც გაგიჭირდებათ, ნუ შეშინდებით, მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ…

მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რადგან ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, არამედ ხილულადაც იქნება და დაესმევა ადამიანს ხელსა და შუბლზე. პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, თითქოს კრძალავენ საჭმელს, გრამსაც ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი და ჯვრის გარდასახვითა და ლოცვით, სარწმუნოებით მიღებული საზრდელი განწმენდილია”.

„… ანტიქრისტეს ბატონობიდან ზუსტად სამწელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა მთელი თავისი ზეციური დიდებით. მაშინ მოხდება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა და ქვეყნიერების საბოლოო განსჯა. მხოლოდ ქრისტეს მიერ დამარცხდება ანტიქრისტე და ჩაინთქმება სამუდამო ცეცხლის ტბაში ყველა მის თანამზრახველ ბოროტ სულთან ერთად…”

მამა გაბრიელს არ მოსწონდა, ქართველები საქართველოდან სხვა ქვეყნებში რომ მიდიოდნენ სამუშაოდ ან საცხოვრებლად.

„ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული და ისინი კი ამას გაურბიან, – იტყოდა ხოლმე და დაამატებდა, – სამშობლოდან ქართველების გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ ღვთისმშობელი, არ გაპატიებთ! სადაც ადამიანი დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა.“

***

„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი… შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.

შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს… ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან. ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა. ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!

მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით….”

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ნახეთ 2024 წლის აღწერის მიხედვით, რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა

ნახეთ 2024 წლის აღწერის მიხედვით, რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა

აპრილი 23, 2026
თუ ბავშვებში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ

თუ ბავშვებში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ

აპრილი 23, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია” – მამა თეოდორე გიგნაძე

აპრილი 23, 2026
თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

აპრილი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია