„მთავარია შეხვედრის მიზანდასახულობა. რისთვის უნდა შედგეს შეხვედრა? პუტინმა თქვა, რომ ის მზად არის მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს.
მთავარია, იყოს მიზეზი, რისთვისაც უნდა შედგეს შეხვედრა, და მთავარია, რომ შეხვედრა იყოს შედეგიანი; ის შეიძლება შედგეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმებების ფინალიზაცია“, – აღნიშნა მან.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კიევის მხრიდან კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს.














