• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

“გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია” – მამა თეოდორე გიგნაძე

აპრილი 23, 2026
ში რელიგია
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საეკლესიო სამართლის მიხედვით, შაბათს ჯვრისწერა არ ხდება. ჯვრისწერა ერთ-ერთი ისეთი საიდუმლოებაა, რომელიც ეკლესიის მიერ ყველაზე მეტადაა შერყვნილი. ადამიანს სწამს – არ სწამს, იცის – არ იცის, რა აღთქმას დებს, რა პასუხისმგებლობის წინაშე დგება – ჩვენ ჯვარს ყველას ვწერთ. პრობლემა ჩვენ შევქმენით და რატომ – ჯერ ჩვენ, სასულიერო პირებმა დავიჯერეთ და მერე სხვებს დავაჯერეთ, რომ თუ წყვილმა ჯვარი არ დაიწერა, ესე იგი, მრუშობენ. გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია. გავიხსენოთ ჩვენი ბებიები, ბაბუები, მაშინ სად იყო ჯვრისწერა?! გადასარევი ოჯახები ჰქონდათ. ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ ისინი მრუშობაში იყვნენ? ზოგ მათგანს მართლაც ღვთისგან კურთხეული ოჯახი ჰქონდა.

კიდევ ერთი ნიუანსი გვავიწყდება – ბიზანტიის იმპერიაში ჯვრისწერა, როგორც ასეთი, სახელმწიფო და საეკლესიო პრაქტიკაში ცოტა მოგვიანებით შემოდის. მაშინ ადამიანი იკითხავს – რა იყო იქამდე? ვინც ჯვრისწერის რიტუალური მხარე, წირვა, ნათლობა იცის, ერთ რამეს დააკვირდება, რომ ძალიან ბევრი რაღაც, მონახაზი და ღვთისმსახურების მოძრაობის სქემა იდენტურია. მთელ რიგ შემთხვევებში, საგალობლები იდენტურია. ლოცვებიც ისეთია, გეგონება, წირვაზე დგახარ. რატომ? იმიტომ, რომ ადრე ჯვრისწერა არ იყო. ადრე წყვილი, როდესაც ერთმანეთი უყვარდათ და ქორწინებას გადაწყვეტდნენ, წირვას ესწრებოდა, წირვაზე ეზიარებოდა. მანამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანულად ცხოვრობდნენ. ზიარების შემდეგ კურთხევას, დალოცვას იღებდნენ სასულიერო პირის მიერ. ეს იყო ჯვრისწერა. ნათლობაც წირვის შემადგენელი ნაწილი იყო. ყველა საიდუმლოება, მათ შორის, ზეთის კურთხევა… მღვდლები ავადმყოფთან წირვიდან მიდიოდნენ. ნათლობის საიდუმლოება და ჯვრისწერის საიდუმლოება წირვის შემადგენელი ნაწილი იყო. მერე, როცა სახელმწიფო რელიგიად იქცა, სეკულარული საზოგადოება ჩამოყალიბდა, სახელმწიფო რელიგიაა და საჭიროა, რომ ქრისტიანი იყო – ნელ-ნელა ამ ყველაფრის ერთმანეთისაგან დაშორება ხდება. აქედან გამომდინარეა, რომ დღეს ჯვრისწერა განცალკევებულია. მაგრამ, არსობრივად ჯვრისწერა უნდა მოხდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ქრისტესთან ერთად არიან. თუ ქრისტე არ უნდათ… ხშირად ასეთ კითხვას სვამენ – რატომ არ წერენ მართლმადიდებელსა და კათოლიკეს ჯვარს? მე პასუხად მაქვს – რა აუცილებელია, ჯვარი დავწერო? ისე დავლოცავ. ადამიანმა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია არ უნდა, ჯვარი რატომ უნდა დაიწეროს, ვერ ვხვდები. ამას იცით რა ნაყოფი აქვს? აბა, შედით საპატრიარქოში, სადაც ჯვრის აყრის რიგებია. საშინელი სანახავია. ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა გოგო ერთმანეთს გაბუსული უყურებს და ჯვრის აყრა უნდათ. საშინელი სანახავია. ეს უბედურებაა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ შეიძლება, ოჯახი არ დაინგრეს, მაგრამ ქმარი ცოლს ღალატობდეს, ახლა აღარც ცოლები იხევენ უკან. ადამიანი ჯვარს იწერს და წარმოდგენაც კი არ აქვს, რას ნიშნავს ქრისტიანული ქორწინება. თუ ეს არ იცი, თუ შესაბამისად არ ცხოვრობ, დაქორწინდი ისე, მაინცდამაინც გვირგვინი უნდა დაიდგა?! რომ დაიდგი ეს გვირგვინი და არ იცი, რა არის, რა საჭიროა ამის გაკეთება? მაგრამ, აქ წარმართული მიდგომაა – ჯვარს დავიწერთ და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი აგვიშენდება.” – ამბობს მამა თეოდორე.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ნახეთ 2024 წლის აღწერის მიხედვით, რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა

ნახეთ 2024 წლის აღწერის მიხედვით, რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა

აპრილი 23, 2026
თუ ბავშვებში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ

თუ ბავშვებში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ

აპრილი 23, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია” – მამა თეოდორე გიგნაძე

აპრილი 23, 2026
თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

აპრილი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია