• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

“მჯერა, რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია ქაოსისთვის” – მამა გურამ ოთხოზორია

აპრილი 24, 2026
ში რელიგია
“მჯერა, რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია ქაოსისთვის” – მამა გურამ ოთხოზორია
0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

როდემდე იქნება არსებული ქაოსი და რა წინაპირობები ჩანს საიმისოდ, რომ ადამიანი, ღმერთის ქმნილება, შეძლებს, აღასრულოს შემოქმედის ჩანაფიქრი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

რასაც ვიტყვი, შეიძლება, მეოცნებე ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს ან ქართველმა თქვას, შენს პირს შაქარიო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მწამს სიცოცხლის ძალმოსილების. მჯერა, რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია ქაოსისთვის, განადგურებისთვის, დროებითობისთვის და იმ სიღატაკისა და განურჩევლობისთვის, რაც დღეს კაცობრიობაში ხდება. ეს ის სამყარო არ არის და შესაბამისად, არც ის საქართველო არ არის, რისთვისაც სამყარო, თუნდაც, სამოთხე და ადამიანი შექმნა ღმერთმა. მე პროტესტის გრძნობა მაქვს გედეონივით: რა, ღმერთს არ გამოუვიდა?! ეს ხომ აბსურდია! ვინმემ შეუშალა ხელი? ესეც აბსურდია – ვინ შეუშლიდა ხელს, თვითონ შექმნა ადამიანიც… მაშინ სად უნდა ვეძებოთ პასუხი?! დიახ, ღმერთის ღრმა ჩანაფიქრში: ის ადამიანს ქმნის არასრულყოფილად, რათა სრულყოფილებისკენ წავიდეს. ხოლო წუთისოფელი ამ ამოცანის ამოხსნის ასპარეზია, სადაც ყველაფერი ხდება, მაგრამ, საბოლოოდ, აღდგინებისკენ მიდის ყველაფერი. იმიტომ რომ, რასაც ჩვენს თავში ვთესავთ, მის პოტენციალში დევს ყველაფერი ის, რასაც ბოლოში მივიღებთ. მაგრამ, სანამ ბოლოში იმის ნაყოფს მიიღებ, რაც პოტენციალში, მარცვალში, ანუ პროექტში იყო, შუაში არის ცრემლი და ძალისხმევა.

გავიხსენოთ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგერცა ქვეყანასა ზედა“, ანუ, ქრისტე აქ რომ მოდის ადამიანად, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უნდა აღსრულდეს მისი სამართალი; მისი ცხოვრების წესი უნდა გახდეს ურთიერთობათა სისტემა ყველა დონეზე და ეს არის სამოთხე. უამრავჯერ მითქვამს და გავიმეორებ: სამოთხე არ არის გეოგრაფიული ადგილი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც სამყარო და ადამიანი, ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს ჭვრეტდნენ უშუალოდ და პირდაპირ, რაც დროებით დაიბინდა, მაგრამ ისევ აღდგება ჰარმონია ადამიანსა და ღმერთს შორის; მოხდება ის, რისთვისაც ღმერთმა ადამიანი შექმნა. აი, ეს მოგვეცა ქრისტეში პირველი მოსვლით და დრო უნდა, რათა ქრისტე, რწმენით რომ დაითესა ჩემს გულში, სიყვარულად აღმოცენდეს.

აბა, რისთვის ვეწამეთ?! რას შევეწირეთ?! რომ ქაოსად დარჩეს ყველაფერი?! მაშინ რა გამოდის – გაცუდდა თესლი?! სად არის ღმერთი? მართლა მიგვატოვა?! – ეს კითხვებიც ისმის, მაგრამ ქრისტე გარედან არ მოდის, მაცხოვარი ჩვენ მოგვყავს. მან თავისი გააკეთა: ჩვენში შემოვიდა, როგორც შესაძლებლობა და რწმენა, ხორცი კი შენ შეასხი. ირწმუნე ეს და აღმოცენდი, განახორციელე ურთიერთობაში. მე მწამს ასეთი საქართველოსი! ერთ დღეში შეიძლება, გამოამჟღავნოს თავისი თავი ვულკანივით. დაფარულია კვერცხიც, მაგრამ 21-ე დღეს მისგან სიცოცხლე გამოდის.

აპოკალიფსი, ვიცით, რომ ფარდის გადაწევას ნიშნავს. იესოც ასეა: მიუხედავად იმისა, რომ ჯვარცმულია; მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპტომი არ ჩანს, რომ მისი ესმით და თითქოს ღმერთის იმედსაც ჰკარგავს და ამბობს, ღმერთო, რატომ მიმატოვეო, ანუ იქამდეც კი მიდის, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც სჯერა ღვთის სამართლის და ამბობს: ღმერთო, შენს ხელთ გადავცემ ჩემს თავს და რა ხდება ამ დროს?! კრეტსაბმელი იხევა! კრეტსაბმელი არის ჩვენი ტვინი, რომელმაც ეს წუთისოფელი შექმნა შიშებით, ხოლო გახევა ნიშნავს, რომ ახალი თვალები, ახალი საქართველო ჩნდება. სიკვდილიდან აღვდგებით და დავინახავთ სიყვარულით გაბრწყინებულ საქართველოს, რომელიც ხელის ერთ გაწვდენაზეა. ერთადერთი რამ სჭირდება: მძიმე მზერა და რწმენა. ნუ უყურებ მარტო დღევანდელობას, შენი ტვინით ხედავ ასეთად; სიღრმიდან შეხედე, რწმენით შეხედე და როდესაც ყველანი დავინახავთ, ჩვენი დანახვისა და რწმენის ძალისხმევის შედეგად, ისევე გაიხევა ეს ფარდა, როგორც მაშინ მოხდა.

ის იმიტომ მოხდა, რომ ბოლოში ამით განხორციელდეს. მე ამ საქართველოსი მჯერა. თუ ავყვებით ამ რწმენას, გავძლიერდებით; გამრავლდება ეს რწმენა, ხოლო რწმენა უკვე ენერგიაა და ძალად გადაიქცევა. შესაბამისად, ერთხელაც გათენდება და დავინახავთ ჩვენი რწმენის ნაყოფს: სიყვარულით გაბრწყინებულ საქართველოსა და სამყაროს. ეს არის, რისთვისაც ღმერთმა ჩვენ გაგვაჩინა. არ გავუჩენივართ ამ ქაოსისთვის, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, თორემ ღმერთში ყველაფერი უკვე აღსრულებულია. ასე რომ, ორი ვარიანტი გვაქვს: ან ამ პროექტით ვიცხოვრებთ, ან, თუ ამაზე უარს ვიტყვით, ჯობია, თავი მოვიკლათ. თუ აქ არ განხორციელდა პროექტი და მხოლოდ საიქიოში ვცხონდებით, მაშინ ქრისტე აქ რატომ მოვიდა?! საიქიოში დაგველოდებოდა…

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“ვდგავართ წირვაზე, გარეგნული თვალსაზრისით არაფერი სიახლე, მაგრამ…” – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

მაისი 26, 2026
სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს

სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს

მაისი 26, 2026
„ფილერის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს” – ნინო ნიშნიანიძე

„ფილერის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს” – ნინო ნიშნიანიძე

მაისი 26, 2026
“პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან” – მეუფე დანიელი

“პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან” – მეუფე დანიელი

მაისი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია