• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეკონომიკა

რა შემთხვევაში მოუწევს ბანკს სესხის ჩამოწერა

აპრილი 25, 2026
ში ეკონომიკა
რა შემთხვევაში მოუწევს ბანკს სესხის ჩამოწერა
0
გაზიარება
28
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

პრობლემური სესხების შემთხვევაში, ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვები, რამდენს შეადგენს სესხის ხანდაზმულობის ვადა, ან როგორ ხდება სესხის ხანდაზმულად აღიარება? რჩება თუ არა ხანდაზმული სესხების შესახებ ინფორმაცია პირის საკრედიტო ისტორიაში?

ხშირია წარმოდგენები, რომ მე თუ სესხი ავიღე და წლები არ გადავიხადე, კრედიტორს აღარ ექნება უფლება მომთხოვოს ეს სესხი.

ვნახოთ, სინამდვილეში რას გვეუბნება სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობაზე და როგორ ხდება ვადაგადაცილებული სესხის მოთხოვნა კრედიტორების მიერ.

რას ნიშნავს ხანდაზმულობა?

სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებას გარკვეული ვადა აქვს – სწორედ ამ ვადას ეწოდება ხანდაზმულობა. ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია მოთხოვნის დაყენება. სესხის შემთხვევაში ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მსესხებლისგან სესხის გადახდა.

რამდენს შეადგენს სესხის ხანდაზმულობის ვადა?

ფულადი ვალდებულებებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე როგორც წესი, ვრცელდება ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, უფრო კონკრეტულად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების და ამდენად, სესხის ხანდაზმულობის ვადაც შეადგენს 3 წელს. ამ ვადის განმავლობაში ხდება სესხის მოთხოვნა კრედიტორის მიერ. თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კრედიტორს შეუძლია განახორციელოს გარკვეული ქმედებები, მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მათ შორის, მიმართოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს საერთო სასამართლოებს ან/და დავის განმხილველ შესაბამის ორგანოებს.

საიდან აითვლება სესხის ხანდაზმულობის ვადა?

ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სესხის ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, რა დროსაც კრედიტორს წარმოეშვება მოთხოვნა მსესხებლის მიმართ – ანუ როდესაც მსესხებელს უწევდა შენატანი, ან სესხის დაფარვა და მან ეს არ გააკეთა. მაგალითად, თუ მსესხებელს სესხის შენატანის გადახდა უწევდა 2022 წლის 1 ივლისს და შენატანი არ გადაიხადა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო დღიდან, ანუ 2022 წლის 2 ივლისიდან და გაგრძელდება 2025 წლის 2 ივლისამდე. ამ პერიოდში კრედიტორს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმოქმედოს მისი დარღვეული უფლების აღსადგენად.

როგორ წყდება სესხის ხანდაზმულობის ვადის ათვლა?

სესხის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, ან სხვანაირად რომ ვთქვათ – “სესხი გაცოცხლდება”, თუ მსესხებელი კრედიტორის წინაშე აღიარებს სესხის მოთხოვნის არსებობას, მაგალითად, ავანსის შეტანით, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად.

ვის მიერ ხდება სესხის ხანდაზმულად აღიარება?

3 წლის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში კრედიტორის მიერ არ მოხდა სესხის მოთხოვნა, სესხი ავტომატურად ხანდაზმულად არ ითვლება. ხანდაზმულად სესხის მოთხოვნა უნდა აღიაროს სასამართლომ. ასევე, გამონაკლისს შემთხვევებში, თავად კრედიტორს შეუძლია აღიაროს თავისივე მოთხოვნის ხანდაზმულობა. ხოლო როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მოთხოვნა, მისი ხანდაზმულობის ვადა უკვე 10 წელია. ანუ, თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა მოხდეს კრედიტორისთვის სესხის დაბრუნება, ამის იძულებით აღსრულება, მაგალითად, სესხის უზრუნველყოფაში არსებული ქონების აუქციონზე გაყიდვა, მსესხებლის აქტივებზე ყადაღის დადება და ა.შ. შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 წლის განმავლობაში.

რა მოხდება, თუ კრედიტორი მსესხებლისგან ხანდაზმული სესხის გადახდას ითხოვს?
აღსანიშნავია ისიც, რომ კრედიტორს შეუძლია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც მიმართოს სასამართლოს თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, თუ ამ შემთხვევაში მსესხებელი საპასუხოდ განაცხადებს, რომ ეს სესხი ხანდაზმულია, სასამართლო როგორც წესი, აღარ დააკმაყოფილებს კრედიტორის მოთხოვნას. სესხის ხანდაზმულად აღიარება არის სასამართლოს კომპეტენცია.

რჩება თუ არა ხანდაზმული სესხები საკრედიტო ისტორიაში?

ხანდაზმული სესხები, თუ ხანდაზმულობა დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან/და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში რჩება ხანდაზმული მოთხოვნის სტატუსის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ფინანსურ ორგანიზაციას ან/და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და გააუქმებინოს ამ სესხის შესახებ ჩანაწერი საკრედიტო ისტორიაში.

წყარო

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია