• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ეკონომიკა

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

აპრილი 26, 2026
ში ეკონომიკა
საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა
0
გაზიარება
11
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.25%-ით გაიზარდა და 105.3 დოლარს მიაღწია. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 1.51%-ით შემცირდა და 94.40 დოლარი შეადგინა.

WTI ნავთობის ფასის კლებას წინ უსწრებდა თეთრი სახლის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ გეგმავს ელჩების გაგზავნას პაკისტანში, სადაც ირანის ოფიციალური პირებიც იმყოფებიან. ამ ფაქტმა ბაზარზე მოლოდინი გააჩინა, რომ ამერიკასა და ირანს შორის შეჩერებული მოლაპარაკებები შესაძლოა, განახლდეს და ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება ეტაპობრივად აღდგეს.თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვას ამ ეტაპზე არ გეგმავს, რაც ბაზარზე გარკვეულ გაურკვევლობას ტოვებს.

როგორც Trading Economics-ი წერს, მოლაპარაკებების პოტენციურმა პერსპექტივამ კვირის დასაწყისში ფასებში ჩადებული გეოპოლიტიკური რისკის პრემია ნაწილობრივ შეამცირა. თუმცა, საერთო სურათი მაინც განსხვავებულია, კერძოდ, WTI-ის ფასი კვირის განმავლობაში დაახლოებით 13%-ით გაიზარდა, რაც მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. ეს ზრდა განპირობებულია იმით, რომ ნავთობის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო მარშრუტი კვლავ მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ის მხრიდან დაწესებული საზღვაო ბლოკადა კვლავ აფერხებს ირანული ნედლი ნავთობის ექსპორტს. ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, ნავთობის მიწოდების ჯაჭვების ნორმალიზებას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს, რაც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდაზე ზეწოლას შეინარჩუნებს.

როგორ აისახა ნედლი ნავთობის ფასების ზრდა საქართველოზე

საერთაშორისო ტენდენციები პირდაპირ აისახება საქართველოზეც, სადაც საწვავის ფასები მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ არასტაბილურობისა და ზრდის რისკის ქვეშ რჩება. ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდა მარტის დასაწყისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 5-დან 12-თეთრამდე გაძვირდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 18 აპრილის მონაცემებთან)

Gulf (კვირის ჭრილში უცვლელი დარჩა)

G-Force სუპერი – 3.99 ლარი (3.99 ლარი);
G-Force პრემიუმი – 3.59 ლარი (3.59 ლარი);
G-Force ევრო რეგულარი – 3.45 ლარი (3.45 ლარი);
ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი);
G-Force ევრო დიზელი – 4.07 ლარი (4.07 ლარი);
ევრო დიზელი – 3.97 ლარი (3.97 ლარი).

Wissol (რიგ შემთხვევაში გაიზარდა 5 თეთრით)

ეკო სუპერი – 3.98 ლარი (3.98 ლარი იყო);
ეკო პრემიუმი – 3.58 ლარი (3.58 ლარი იყო);
ეკო დიზელი – 4.12 ლარი (4.07 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 4.09 ლარი (4.04 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი იყო).

Socar (რიგ შემთხვევაში გაძვირდა 12 თეთრით)

ნანო სუპერი – 3.87 ლარი (3.87 ლარი იყო);
ნანო პრემიუმი – 3.55 ლარი (3.55 ლარი იყო);
ნანო ევრო რეგულარი – 3.39 ლარი (3.39 ლარი იყო);
ევრო 5 დიზელი – 3.92 ლარი (3.80 ლარი იყო);
ნანო ევრო 5 დიზელი – 4.02 ლარი (3.90 ლარი იყო).

Rompetrol (რიგ შემთხვევაში გაიზარდა 7 თეთრით)

Efix სუპერი – 3.99 ლარი (3.99 ლარი იყო);
Efix ევრო პრემიუმი – 3.59 ლარი (3.59 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი იყო);
Efix ევრო დიზელი – 4.12 ლარი (4.05 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 4.07 ლარი (4 ლარი იყო).

Portal (მეტწილად გ­აძვირდა 5 თეთრით)

სუპერი – 3.49 ლარი (3.44 ლარი იყო);
პრემიუმი – 3.39 ლარი (3.34 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.19 ლარი (3.14 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 3.94 ლარი (3.89 ლარი იყო);
ეფექტური დიზელი – 3.69 ლარი (3.69 ლარი იყო).

წყარო

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია