• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

“ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს საზოგადოებაში” – მეუფე შიო

აპრილი 27, 2026
ში საზოგადოება
“ჩვენი გამოსწორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია” – მეუფე შიო
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართაღმართებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება.

სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მენელსაცხებლე დედების კვირას, მათ ეძღვნებათ ეს დღე, წმინდა ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს ცოცხალი რწმენა ქრისტესადმი, დიდი სიყვარული და მაგალითი გვიჩვენეს ამ სიყვარულის და რწმენის. მათ მიატოვეს თავიანთი ოჯახები, ახლობლები, რომ იესო ქრისტესთან ყოფილიყვნენ, მისთვის ემსახურათ. მაშინაც კი, როდესაც მაცხოვარი ყველამ მიატოვა, ერთმა მოციქულმა უღალატა, მეორემ უარყო, სხვები დაიფანტნენ და გაიქცნენ, როდესაც მაცხოვარს ასამართლებდნენ, როგორც ბოროტმოქმედს და მისი ნაცნობობაც კი ძალიან სახიფათო იყო სიცოცხლისთვის, მაშინაც კი ისინი არ შეშინდნენ და დარჩნენ მაცხოვრის გვერდით.

მათთვის უმძიმესი იყო ხილვა მისი ჯვარცმის, მისი სიკვდილის, ტანჯვის, გარდამოხსნის, დაფვლის, მაგრამ ისინი მაინც არ შეშინდნენ! არ შეშინდნენ მაშინაც კი, როდესაც მისი სხეული უკვე საფლავში იყო; მაინც მივიდნენ, რომ ნელსაცხებელი ეცხოთ მისთვის!

აი, ამ ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი ქალების სიმამაცემ, სიყვარულმა, ღვთისგან მიიღო თავისი ჯილდო და საზღაური. როგორც გახსოვთ, პირველად სწორედ მათ ეხარათ ქრისტეს აღდგომის შესახებ, პირველი „გიხაროდენი“ სწორედ მათ გაიგონეს.

როგორც გვიამბობს წმინდა სახარება, ისინი ეძიებდნენ ქრისტეს მკვდართა თანა, მაგრამ პოვეს მკვდრეთით აღდგომილი და იმ დღიდან, იმ წუთებიდან მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ისინი გახდნენ მკვდრეთით აღდგომილი უფლის მქადაგებლები და ამ სიხარულის მახარობლები.

ძვირფასო ძმებო და დებო, მენელსაცხებლე დედების სახით, დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას.

ვინ იყო ამ მოწოდებისა და ღირსების მთავარი იდეალი? – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დედოფალი ჩვენი, მარადის ქალწული მარიამი, რომლის სახით კაცობრიობამ მიაღწია, შეიძლება ასე ითქვას, ისეთ სიწმინდეს და სულიერ სრულყოფილებას, რომელიც ანგელოზებსაც კი აღემატება. ამიტომ იწოდება ის „უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთასა“. ის გახდა ღვთის დედა და მისი სახით იკურთხება ღვაწლი დედობისა.

ეკლესია ყოველთვის პატივს სცემდა, განსაკუთრებით იხსენიებდა იმ ქალთა მრავალრიცხოვან დასებს, რომლებიც განდიდდნენ მოწამეობით, მონაზვნობით, წმინდა ცხოვრებით. ეკლესიის დაარსების დღიდანვე ქალი აქტიურად მონაწილეობს ეკლესიურ ცხოვრებაში, მისთვის ფართოდ არის გახსნილი სამოღვაწეო ასპარეზი. ეს იქნება საგანმანათლებლო, მისიონერული, საქველმოქმედო თუ სხვა სფეროები ჩვენს ეკლესიაში.

ამდენად, ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე, საერთოდ, საზოგადოებაში, მაგრამ, ამავე დროს, არ იღებს და ეწინააღმდეგება იმ დამოკიდებულებას, რომელიც აკნინებს ქალის მნიშვნელობას, როგორც დედისა და მეუღლისა. ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს მათი ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას და მათი მოწოდებების ერთნაირობას როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში. ქალსაც და მამაკაცსაც ღმერთმა ჩაუდო ბუნებაში სხვადასხვა დანიშნულება და ამის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ წასვლას, ქალის და მამაკაცის შესახებ ღმერთის განგებულების წინააღმდეგ წასვლას.

ქალი დაჯილდოებულია ნამდვილი უნივერსალიზმით, იგი ასწრებს ოჯახშიც, ასწრებს სამსახურშიც, ასწრებს ეკლესიაშიც, ასწრებს ხშირად ჩვენზე უფრო მოშურნედ მიცვალებულთა მოხსენიებასაც, ცოცხალთა მოხსენიებასაც.

ამდენად ჩვენს ძვირფას ქალებს აქვთ თავიანთი განსაკუთრებული დღესასწაული. ეს არის დღევანდელი მენელსაცხებლე დედების ხსენება.

ჩვენო ძვირფასო ქალებო, ჩვენო დედებო, დებო, შვილებო, გილოცავთ ამ დღესასწაულს! ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, მოგცეთ წყალობა ღვთისა და ძალა, რომ ყოველთვის მიბაძოთ და მიემსგავსოთ თქვენს დიდ წინამორბედებს – წმინდა მენელსაცხებლე დედებს.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დღესასწაულს – ჯვართაღმართებას. ეს დღესასწაული დააარსეს მოციქულთასწორმა ნინომ, მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ და ეპისკოპოსმა იოანემ, როდესაც მათ ააშენეს სვეტიცხოვლის ტაძარი, განიზრახეს სამი ჯვრის აღმართვა. თქვენ იცით ეს ისტორია, როგორ სასწაულებრივად გამოჩნდა სამი ჯვრის ადგილი მცხეთაში, თხოთის მთასა და უჯარმაში. როდესაც ეს ჯვრები აღიმართა, როგორც გვაუწყებს მატიანე, ქართლში არსებული კერპები დაიმსხვრა და მაშინ წმინდა ნინომ თქვა: „ეს ჯვრები იქნება მფარველად ყოველთა ქრისტიანეთა“. ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენმა ეკლესიამ შემოინახა ამ სამიდან ორი ჯვარი. ერთი იმყოფება მცხეთაში, სვეტიცხოველში, ხოლო მეორე, თხოთის ჯვარი, ჩვენ წინაშე არის აღმართული და გვაქვს საშუალება, რომ დღეს მას მივემთხვიოთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! უფალმა ინებოს, რომ ამ ჯვრების ძალით და მადლით თანამედროვე კერპებიც დაიმსხვრეს საქართველოში და ჩვენი ხალხი კიდევ უფრო, მეტად და მეტად შეუდგეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ; ჯვრის ძალამ და მადლმა დაგლოცოთ ყოველი თქვენგანი, დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ კევლიშვილების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ, აგაღორძინოთ და გაგაძლიეროთ”, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია