• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთში ახალი თაობისთვის თამბაქო იკრძალება

აპრილი 27, 2026
ში მსოფლიო
ბრიტანეთში ახალი თაობისთვის თამბაქო იკრძალება
0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

თაობა, რომელიც სიგარეტს ვეღარასდროს იყიდის – ეს არის მომავალი, რომლის შექმნაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა. ქვეყნის პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ვერცერთი ადამიანი ლეგალურად თამბაქოს ვერასდროს შეიძენს. 2027 წლიდან სიგარეტის გაყიდვის მინიმალური ასაკი ყოველწლიურად გაიზრდება. ნიკოტინის მოხმარება იკრძალება ავტომობილშიც, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. ასევე, საბავშვო მოედნების, სკოლებისა და საავადმყოფოების სიახლოვესაც. აკრძალვა ეხება მხოლოდ გაყიდვას. მოწევა და ფლობა კანონით დასჯადი არ იქნება.

ერთდროულად მკაცრდება წესები ეგრეთ წოდებულ ვეიპინგზეც. მომდევნო წლიდან კანონი ზღუდავს ელექტრო სიგარეტებისა და ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების რეკლამასა და ბრენდირებას. იგეგმება არომატებისა და შეფუთვის დამატებით რეგულირებაც, რათა პროდუქტი ნაკლებად მიმზიდველი იყოს მოზარდებისთვის.

მოწევა დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 80 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყოველი მეოთხე შემთხვევა სწორედ თამბაქოს უკავშირდება. ეს არის სტატისტიკა, რომელმაც მთავრობას კანონის გამკაცრებისკენ უბიძგა.

ეს გადაწყვეტილება შედეგს ეტაპობრივად გამოიღებს. 2075 წლისთვის მწეველთა რაოდენობა დაახლოებით მილიონ 700 ათასით შემცირდება. პარალელურად, შესაძლებელი იქნება ასობით ათას ადამიანში მძიმე დაავადების თავიდან აცილება და ჯანდაცვის სისტემაზე ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. კანონს ფართო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, მათ შორის მწეველებშიც – გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 78 პროცენტი მხარს უჭერს მოწევისგან თავისუფალი თაობის იდეას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქო ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. მათ შორის არის მილიონ ექვსასი ათასი პასიური მწეველი, რომლებიც მეორადი კვამლის ზემოქმედებას განიცდიან.

ბოლო ათწლეულებში მოწევა ახალგაზრდებში მკვეთრად შემცირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1988 წელს 19-დან 30 წლამდე ახალგაზრდების 37,5 პროცენტი ეწეოდა. პიკი 1998 წელს დაფიქსირდა, როდესაც ეს მაჩვენებელი თითქმის 40 პროცენტს აღწევდა. მას შემდეგ სტატისტიკა სტაბილურად იკლებს და 2023 წლისთვის 18,8 პროცენტამდე შემცირდა.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროპაშიც. 1995 წელს 15-დან 16 წლამდე მოზარდების 68 პროცენტს ერთხელ მაინც ჰქონდა სიგარეტი გასინჯული. 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 32 პროცენტამდე შემცირდა.

თუმცა ნიკოტინის მოხმარება მთლიანობაში არ ქრება, ის უბრალოდ ფორმას იცვლის.

კვლევები მოწმობს, რომ ბევრი მოზარდი ვეიპს ადრეულ ასაკში იწყებს. დაახლოებით 16 პროცენტი ამბობს, რომ ელექტრო სიგარეტის მოწევა 14 წლამდე სცადა, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ხშირია ერთდროული მოხმარებაც: როდესაც მოზარდები მოიხმარენ როგორც სიგარეტს, ისე ვეიპს.

გაერთიანებული სამეფო არ არის პირველი სახელმწიფო, რომელიც ნიკოტინის საწინააღმდეგო კანონს იღებს. მალდივებში 2025 წლიდან მოქმედებს ე.წ. თაობაზე დაფუძნებული აკრძალვა – კანონი, რომლის მიხედვითაც 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს თამბაქოს ყიდვა და გამოყენება სრულად ეკრძალებათ. ბელგიაში აკრძალულია ერთჯერადი ვეიპების გაყიდვა. საფრანგეთში მოწევა შეზღუდულია საჯარო თავშეყრის ადგილებში: პარკებში, სანაპიროებსა და სკოლებთან ახლოს.

ფაქტია, რომ ნიკოტინის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. თუმცა ქრება ტრადიციული ჩვევა, თუ მხოლოდ ფორმა და საშუალება იცვლება, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია