• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

40 დღე პატრიარქის გარეშე – ილია მეორის ამ დრომდე უცნობი ისტორიები

აპრილი 27, 2026
ში საზოგადოება
40 დღე პატრიარქის გარეშე – ილია მეორის ამ დრომდე უცნობი ისტორიები
0
გაზიარება
12
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

თითქოს დრო გაჩერდა – პატრიარქის ოთახში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მის გარდაცვალებამდე იყო. დედა ბარბარესთვის ეს ყველაფერი 40-დღიან სიზმარს ჰგავს – სიზმარს, რომელმაც თითქოს სულიერი თავშესაფრის გარეშე დატოვა.

სახლი სიონის ტაძრის ეზოში – ისტორიული შენობა, სადაც პატრიარქმა მოღვაწეობის პირველი წლები დაიწყო, სადაც მოსაყდრედ გამოარჩიეს და სადაც ქვეყნის სულიერი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებდა. საპატრიარქოს ძველ შენობაში დედა ბარბარე პირველად 1981 წელს მივიდა. მაშინ პროფესიით კერამიკოსი იყო და სიონის ტაძრისთვის კერამიკის ნაკეთობები უჩუქებია, პატრიარქს კი მისი გაცნობა გადაუწყვეტია. ახლაც ემოციებით იხსენებს უწმინდესთან პირველ შეხვედრას.

აქ ყველა ნივთი საქართველოს უახლოესი ისტორიას ინახავს და საუკუნის წინანდელ ამბებს აცოცხლებს. საპატრიარქოს ძველი შენობა პატრიარქმა კალისტრატეს გადაწყვეტილებით 1951 წლის დეკემბერში აიგო. წლების განმავლობაში აქ იყო საქართველოს პატრიარქების – მელქისედეკ მესამის, ეფრემ მეორისა და დავითის სულიერი სავანე და საცხოვრებელი. ილია მეორემ კი აქ პატრიარქობის ორი ათეული წელი გაატარა, ამ მისაღებ ოთახში მასპინძლობდა მაღალი რანგის სტუმრებს, სასულიერო პირებს, დიპლომატებს, შემოქმედებს, მოქალაქეებს. მსოფლიო პატრიარქიც აქ მიიღო. ილია მეორე ძველი საპატრიარქოს ისტორიულ შენობაში 1977 წლის 25 დეკემბრიდან 1991 წლამდე ცხოვრობდა.

მისი გზა ტაძრამდე მივიდა, მაგრამ მონაზვნობაზე არც კი უფიქრია… დედა ბარბარე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იმ წლებში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მონაზვნად აღიკვეცა. მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, ილია მეორეზე მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს. თურმე, როცა უწმინდეს და უნეტარესი ეპისტოლეებს წერდა, განმარტოვდებოდა ან ოთახში, ან ქალაქგარეთ მიდიოდა, დედა ბარბარე გვიყვება, რომ ეპისტოლეების დიდი ნაწილი შავნაბადაზე აქვს დაწერილი. იქ უყვარდა ყოფნა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ლევან ჭიქინაშვილს ერთი დღეც არ ახსოვს პატრიარქის გარეშე. ილია მეორე ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა სასულიერო სემინარიის ლექტორი იყო, მოგვიანებით უწმინდესმა სიონში სტიქაროსნად აკურთხა, ბოლოს კი მისი პირადი დაცვის წევრი გახდა. პატრიარქთან ერთად იყო 2008 წელს გორშიც.

ლევან ჭიქინაშვილი იხსენებს იმ დროსაც, როცა პატრიარქი სიონში წირვა-ლოცვას ატარებდა და ამ დროს მათაც ასწავლიდა ლიტურგიკულ მსახურებას.

პატრიარქი მოხევე კაცი იყო, ბუნება ძალიან უყვარდა, მონატრებული ყაზბეგი კი მის ზამთრის ბაღში მარადიულად ცოცხლობდა, მდუმარებასა და მარხვაში, მცენარეებისა და ფრინველების გვერდით, იქ სადაც პატრიარქი საგალობლებს წერდა, ხატავდა და კლასიკურ მუსიკას უსმენდა. ლოცვას 6:00 საათზე იწყებდა, მერე კი სტუმრებს ზამთრის ბაღში ეპატიჟებოდა.

ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აშენდა. ამ ტაძრის წინამძღოლი კი პატრიარქის პირველი სტიქაროსანი, არქიმანდრიტ ელისე სიხარულიძეა. მან უწმინდესი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა სკოლის მოსწავლე იყო.

თან ემოციური თან დინჯი, თან ბრძენი, თან გულუხვი, იუმორის გრძნობით, კეთილი და გულისხმიერი – ასე ახასიათებს მოსწავლე მასწავლებელს. ადამიანი, რომელმაც ეკლესიას თავისი დიდება დაუბრუნა და ღვთისმსახურების წესები დაადგინა.

ასე განვლო ისტორიულო გზა მარტომ ქვეყნის ჭირ-ვარამთან ერთად, სიმშვიდეში თუ ქარტეხილებით. ეს პატრიარქის ჭირისუფალი საქართველოა ელიას მთაზე, დღეები და ღამეები, როცა სიჩუმეც კი ლოცვას ჰგავდა და როცა მთელი საქართველო სიყვარულში გაერთიანდა. უწმინდესის გარეშე აღდგომის დღესასწაულიც მწუხარე ბედნიერებას ჰგავდა.

40 დღე გავიდა და სულიერი მამის დაკარგვის შემდეგ, ეს ადამიანები სულიერ თავშესაფარსა და ნუგეშს ისევ აქ, უწმინდესის საფლავთან ეძებენ.

ღვთივკურთხეულ ქვეყანაში, რომელსაც პატრიარქი თითქმის საუკუნის განმავლობაში ლოცავდა, ახლა ცრემლები და მდუმარება კიდევ უფრო უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე სიტყვა.

პატრიარქი ერის სულიერ და ეროვნულ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება კეთილ მწყემსად, რომელმაც ღამეში მზესავით გამოანათა და ქვეყანა მეორედ მოაქცია.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია