• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 28, 2026
ში ჰოროსკოპი
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
72
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ამ დღეს მნიშვნელოვანია ახლობლებს უხეშად არ მიმართოთ და ბავშვებს არ გაუბრაზდეთ. თუ ავტომობილს მართავთ, უახლოეს დღეებში გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.

თუ უფროსი მნიშვნელოვან დავალებას განდობთ, ეცადეთ, ახალი პროექტის წარმატებისთვის თქვენი შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები მაქსიმალურად გამოიყენოთ. მალე გარემოებები ისე იდეალურად განვითარდება, რომ გარშემომყოფებს თქვენი შეშურდებათ კიდეც. ვარსკვლავების რჩევაა, საკუთარ მიღწევებზე ნაკლები ისაუბროთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. ნუ გადაიღლებით —გაუაზრებელმა დატვირთვამ შესაძლოა კუნთების სპაზმი გამოიწვიოს.

კურო

ამ დღეს თქვენ ამოცანაა, რომ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება თავიდან აირიდოთ. ყველაფერში ნაკლსა და შეუსაბამობებს ნუ ეძებთ — ეცადეთ, საკუთარ თავში „კრიტიკოსი“ გამორთოთ. სასურველია, რომ ეს დღე შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ.

შესაძლოა, გამოცდილი ადამიანების დახმარებით დიდი თანხის გამომუშავება შეძლოთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა ჯერჯერობით არ იჩქაროთ და ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, თხოვნა ნუ მოგერიდებათ.

ტყუპები

ოჯახის წევრებისთვის პრეტენზიების წაყენებას ჯობია საკუთარი ქმედებები აკრიტიკოთ. გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ — ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.

სამსახურში მცირე შეცდომამ შეიძლება ფინანსური ზარალი ან ავტორიტეტის შელახვა გამოიწვიოს. დაუსრულებელი შენიშვნებით კოლეგების გაღიზიანება გარდაუვალ კონფრონტაციამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თქვენი ენერგია პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიმართოთ. ფრთხილად იყავით საჭესთან — არსებობს საგზაო შემთხვევის რისკი.

კირჩხიბი

ეცადეთ „გვერდიდან“ შეხედოთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ და რისკენაც ისწრაფვით. ზოგჯერ პრიორიტეტების შეცვლა საკმარისია, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პირად ცხოვრებაზე ბევრს ნუ ისაუბრებთ, თუ არ გსურთ, რომ საყოველთაო განხილვის თემა გახდეს.

ეცადეთ, უფროსობასთან და თანამშრომლებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა შეინარჩუნოთ — ამით საკუთარ ავტორიტეტს გაამყარებთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ხარისხიანი ნივთი შეღავათიან ფასად შეიძინოთ. ტონუსის შესანარჩუნებლად მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდით და დროულად დაიძინეთ.

ლომი

სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად არც ისე ხელსაყრელი დროა. შესაძლოა, თაყვანისმცემელმა იმედები გაგიცრუოთ. დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, რაც ლომის თანავარსკვლავედში მერკურის გადასვლას უკავშირდება. სამსახურში მოსალოდნელია ახალი და მოულოდნელი შეთავაზებები. რამდენიმე საქმის ერთდროულად დაწყება ნუ შეგაშინებთ — ყველაფერს მოასწრებთ.

ვალებისა და ზედმეტი ვალდებულებების აღებას მოერიდეთ. აგრესიული სატურნი ენერგიას გამოგაცლით, რაც მიმდინარე საქმეების დასრულებას გაართულებს.

ქალწული

იმის მიუხედავად, თუ რა გადაიტანეთ ბოლო დროს, დროა საყვარელ ადამიანთან გულახდილად ისაუბროთ. ნუ ენდობით ყველა სიტყვას — გარშემო მყოფებიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.

სამუშაო პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს — უფროსი რთულ დავალებას მოგცემთ, რომელიც მოკლე ვადებში უნდა შესრულდეს. მერკური გწყალობთ და იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ ან გარკვეული თანხა მოიგოთ. მნიშვნელოვანი პროექტები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ — ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა. განმარტოება და მშვიდი დასვენება ყოველდღიური პრობლემებისგან განტვირთვაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეცადეთ, სამყაროსა და ადამიანების მიმართ უფრო გახსნილი იყოთ. თუ ბავშვები ძალიან გაბრაზებენ, მათი გაკიცხვის ნაცვლად სჯობს, მათ ასაკში საკუთარი თავი გაიხსენოთ. ნუთუ თქვენ მუდმივი აკრძალვები და საყვედურები მოგწონდათ?

მარსის გავლენა იზრდება, რაც ტრავმების რისკს ზრდის — სახიფათო პროფესიის წარმომადგენლებმა დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ!

პარტნიორის თხოვნას მეტი ყურადღება მიაქციეთ – ეს თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.

მორიელი

ვარსკვლავები ჯადოსნურ გარემოში რომანტიკულ შეხვედრას გპირდებიან. გაითვალისწინეთ, რომ ამ საღამოს ფორმაში უნდა იყოთ! დღის ბოლოს თავს შეგახსენებთ ძველი მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

შესაძლოა, მალე დიდი თანხა დაგჭირდეთ, ამიტომ დროა უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვის ჩვევისგან გათავისუფლდეთ. მწერის ნაკბენის ან უცხო კერძის გამო მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია.

მშვილდოსანი

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოსაწყენი ხდება, ეცადეთ მასში მეტი სიახლე შეიტანოთ. კამათისას სიმშვიდე შეინარჩუნეთ და კომპრომისი ეძებეთ — ურთიერთგაგება და მხარდაჭერა თქვენს კავშირს განამტკიცებს. დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ხანმოკლე ფლირტი, რომელმაც შეიძლება თქვენს ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას?

ვარსკვლავები ამბობენ, რომ მალე ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ კეთილგანწყობას გამოიჩენს, თუმცა არავინ იცის ეს ხელფასზე აისახება თუ უბრალოდ მოვალეობები გაგეზრდებათ. თავი შეიკავეთ სხვისი ფინანსური პრობლემების განხილვისგან, როცა საკუთარიც თავზე საყრელად გაქვთ.

თხის რქა

გრძნობდეთ გულით, მაგრამ ხედავდეთ გონებით — ესაა ვარსკვლავების მთავარი რჩევა უახლოესი მომავლისთვის. ოჯახში წინააღმდეგობები გარდაუვალია, თუმცა მშვიდობიანი გამოსავლის პოვნას შეძლებთ. საღამო ხელსაყრელია გულახდილი საუბრებისთვის. თქვენი განწყობა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, განიჭებთ თუ არა სიამოვნებას საქმე, რომელსაც აკეთებთ.

ახლო მომავალში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კაპრიზს უნდა აჰყვეთ. ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. მოთმინება გამოიჩინეთ და ეცადეთ, საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.

მერწყული

ემოციები აკონტროლეთ — მარსისა და სატურნის ტრინი საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ! მეგობრების სტუმრობა ან საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი განწყობას გაგიუმჯობესებთ და მოდუნების საშუალებას მოგცემთ.

გირჩევთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ — შესაძლოა, ეს ბედის მინიშნება იყოს. ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია. შესაძლოა საღამოს ზურგის ტკივილმა შეგაწუხოთ. ნუ დააყოვნებთ, ექიმს დროულად მიმართეთ.

თევზები

თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, დღეს ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან. იყავით ღია შესაძლებლობებისთვის და პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. სავარაუდოდ, ნათესავების მოულოდნელი სტუმრობა არ გაგახარებთ, მაგრამ ეცადეთ საკითხს ფილოსოფიურად მიუდგეთ.

თუ ახალ სამსახურს ეძებთ, რეზიუმეების დასაგზავნად ან გასაუბრებებისთვის საუკეთესო დღეა. საღამოს თავს მორალური დასვენების უფლება მიეცით, დამშვიდდით და მტკივნეული თემები ფხიზელი გონებით გააანალიზეთ. შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ცვლილებების დასაწყისი გახდეს. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია