ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეები გოჭების ჭყივილის იმიტაციაში ეჯიბრებოდნენ. ამის შესახებ Metro წერს.
მონაწილეები ერთმანეთს შესრულების რეალისტურობითა და ხმის სიძლიერით ეჯიბრებოდნენ. გამოსვლებს აფასებდნენ ექსპერტები – მეღორეები. გამარჯვებულმა პრიზად მიიღო ნახევარი ღორის ხორცი და ასევე ძეხვი.












