• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

“როგორ უნდა შეიყვანო ადამიანი ამ სამყაროში?” – დეკანოზი დავით ციცქიშვილი

აპრილი 28, 2026
ში რელიგია
“როგორ უნდა შეიყვანო ადამიანი ამ სამყაროში?” – დეკანოზი დავით ციცქიშვილი
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

“რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად” ხშირად მასპინძლობს დეკანოზ დავით ციცქიშვილს, რომელიც ცნობილია თავისი საინტერესო ქადაგებებითა და საუბრებით. ამჯერად სასულიერო პირმა ისაუბრა თანამედროვე ადამიანზე, რომელსაც სულ სხვა ენით უნდა ესაუბროს მოძღვარი. უნდა შეიცვალოს მრევლთან სასულიერო პირთა მიდგომა, რომელიც მას მოძველებულად ეჩვენება.

მამა დავით ციცქიშვილი: საერთოდ, ქრისტიანული სათნოებაა მადლობდე უფალს ყველაფრისთვის. ეს არ არის ადვილი. ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, ვერ ვაფასებთ მანამ, სანამ არ დავკარგავთ. მადლიერების განცდაში ვიჭედებით. ქრისტიანობა ამისკენ მოგვიწოდებს. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ურწმუნოებიც ვართ, უმადურებიც, მრისხანებიც…

ქრისტიანულმა მიდგომამ თანამედროვე ახალგაზრდაზე რომ იმოქმედოს და ის შემოატრიალო ეკლესიისკენ, ეს უკვე ხელოვნების ხელოვნება გახდა. რთული ამოცანაა, ახალ თაობას  გავაგებინოთ, სად ტყუვდება.

მე მეჩვენება, რაღაც კუთხით, ჩვენ, სასულიერო პირები ჩამოვრჩით, იმ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას, არ ვითვალისწინებთ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რაც თანამედროვე ახალგაზრდასთან მოქმედებს. ჩამოვრჩით და ეს ყველაფერი გასაანალიზებელია. ეს ლამაზი სიტყვები და პათეტიკა არ არის.

მართლმადიდებლობაზე დიდი, ღრმა, ბრძნული, რეალისტური არც არაფერი ჰქონია საქართველოს, არც მსოფლიოს. მაგრამ დაანახვო, რამდენად რეალისტურის მატარებელია ეს, ურთულესი ამოცანაა.

ჩვენ მძიმე ჯვარს ვატარებთ და ამ მძიმე ჯვრის ტარებაში ეკლესიას თუ არ ჩაეჭიდე, შენი აჯობებს. მაგრამ ჩაჭიდება სხვა მოთხოვნებს გვიყენებს მოძღვრებს, როგორ უნდა შეიყვანო ადამიანი ამ სამყაროში. ენა მოძველებულია, პათეტიკაა. ფრაზები წმინდა წერილიდან, მოწოდებები, აღარ ჭრის. შეიძლება საწინააღმდეგო მიმართულებისკენ გაუშვას ადამიანი. დღევანდელი თაობის ფსიქოლოგიური პორტრეტიდან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს ენა და მიდგომა, რომ გავაგებინოთ რა არის მართლმადიდებლობა. მიწოდება უნდა შეიცვალოს. მეჩვენება, რომ ადამიანური მხარე მეტად უნდა წამოიწიოს წინ. ჰუმანური მხარე. ამგვარად – მე მესმის შენი ბრძოლები, ეჭვები, განცდები, სისუსტეები… უნდა გავუგოთ, მაგრამ უნდა ვუთხრათ, მესმის, მაგრამ იმის იქით ღვთაებრივი სამყაროა, სხვა კანონებია.

წარმოიდგინეთ, რა ძალა და ინტელექტუალური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ბოროტ ძალას, ეშმაკს ღმერთს რომ ებრძვის. რამხელა გამოცდილება აქვს. გაოგნებული ხარ მისი ვერაგობით, მზაკვრობით.

დემონმა შეიძლება წლები უყუროს ადამიანს, დააცადოს, იცის მისი სუსტი მხარეები და დემონური ჩახუჭუჭებით მოდუნებულს დაარტყამს. ყველაზე მეტად ბოროტი სასულიერო პირებს ურტყამს. რადგან ისინი წინა რიგებში დგანან.  ეშმაკი ისეთი დახვეწით და მოთმინებით იბრძვის ელოდება შენს მოდუნებას, რომ ახალი ძალით შემოგიტიოს. მაგრამ უფალზე ძლიერი არ არის ეს ძალა. ცხონება ყველა დროს არის შესაძლებელი. ახლა დრო დადგა სხვანაირად მივუდგეთ ადამიანებს.

ჩანაწერს სრულად ნახავთ ბმულზე.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

“მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ მადლიერებას” – ბერი პაისი

აპრილი 28, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა” – თეოდორე გიგნაძე

აპრილი 28, 2026
“როგორ უნდა შეიყვანო ადამიანი ამ სამყაროში?” – დეკანოზი დავით ციცქიშვილი

“როგორ უნდა შეიყვანო ადამიანი ამ სამყაროში?” – დეკანოზი დავით ციცქიშვილი

აპრილი 28, 2026
ესტონეთის ქალაქ ტარტუში „გოჭების ჭყივილის” ჩემპიონატი გაიმართა

ესტონეთის ქალაქ ტარტუში „გოჭების ჭყივილის” ჩემპიონატი გაიმართა

აპრილი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია