• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 29, 2026
ში ჰოროსკოპი
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
0
გაზიარება
66
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ამ დღეს შესაძლოა, წარსულმა თავი შეგახსენოთ და ძველი ურთიერთობების აღდგენა შემოგთავაზოთ. სამსახურის საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, რის გამოც ოჯახისთვის ენერგია აღარ დაგრჩებათ. ვიღაც ინტრიგებს ხლართავს, ამიტომ კოლეგებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. კარგი დროა დამატებითი შემოსავლის მოსაძიებლად. გირჩევთ, გრძელვადიან ინვესტიციებზე იფიქროთ — მომავალში ისინი კარგ დივიდენდებს მოგიტანთ. თავს ზედმეტი ვალდებულებებით ნუ გადაიტვირთავთ — გახსოვდეთ, რომ ძალების სწორი გადანაწილება და საღი აზრი წარმატების მთავარი გარანტიაა.

კურო

კარგი იქნება თუ პარტნიორის თვისებებში ნაკლის ძებნის ნაცვლად ყურადღებას მის დადებით თვისებებზე გაამახვილებთ. თქვენი ოპტიმისტური განწყობა საყვარელ ადამიანს განწყობას აუმაღლებს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სითბოსა და სიყვარულს ნუ დაიშურებთ და პასუხად იმავეს მიიღებთ. საქმიან სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ — იღბალი ყოველთვის არ გაგიღიმებთ, ამიტომ მცირე დანაზოგი ყოველთვის უნდა გქონდეთ. ასტროლოგები გირჩევენ წვრილმანი უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, ნერვულ სისტემას გაუფრთხილდეთ და კარგად გამოიძინოთ.

ტყუპები

თქვენი მომავალი მეუღლე შეიძლება ლიტერატურის, მეცნიერების ან ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენელი იყოს. ოჯახური გარემოს გასაუმჯობესებლად გაწეული შრომა, ბოლოს და ბოლოს, ნაყოფს გამოიღებს. მზად იყავით ახალი ურთიერთობებისა და შთაბეჭდილებებისთვის. სამსახურში, კოლეგებთან გულახდილობას მოერიდეთ — თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ენდოთ. ვარსკვლავები თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებას ხელს უწყობენ. თუ მჯდომარე პროფესიის წარმომადგენელი ხართ, ახალი ფიზიკური აქტივობა სცადეთ, რომელიც თქვენთვის საინტერესო და სახალისო იქნება. ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას მოერიდეთ, რასაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება.

კირჩხიბი

სასიყვარულო თავგადასავლების მხრივ ხელსაყრელი პერიოდია — ვენერასა და იუპიტერის დადებითი ასპექტი ფლირტის უამრავ შესაძლებლობას გპირდებათ. პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდეა, ამიტომ ბევრი თქვენგანი საოჯახო საქმეებში თავით გადაეშვება. ახალი პროექტის დასაწყებად იდეალური დღეა — თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი კოლეგებისთვის შთამაგონებელი იქნება. მატერიალური თვალსაზრისით განსაკუთრებული სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის, თუმცა კეთილდღეობის გაუმჯობესების ტენდენცია აშკარაა. უსმინეთ საკუთარ თავს — მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ.

ლომი

ეცადეთ გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახის წევრების აზრი გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტს ელოდეთ. უახლოეს მომავალში ფულთან და კარიერულ ზრდასთან დაკავშირებული საკითხებისთვის ბევრი დროის დათმობა მოგიწევთ. გუნდური მუშაობის უნარი ძალიან გამოგადგებათ. შესაძლოა დაღლილობა იგრძნოთ — თქვენს ჯანმრთელობას ახლა განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ ადამიანზე, რომელსაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

ქალწული

ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებას გპირდებიან. უმჯობესია, რომ აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა კვირის შუა დღეებისთვის დაგეგმოთ. ნათესავებთან ხანგრძლივი კამათი თქვენს ემოციურ ფონზე ცუდად აისახება, ამიტომ ეცადეთ ორაზროვანი თემების განხილვისგან თავი შეიკავოთ. სიძუნწემ შესაძლოა პარტნიორებთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. ისწავლეთ ხელგაშლილობა, რათა მომავალში მეტი არ დაკარგოთ. ხანდაზმულ ქალწულებს სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა ელით, ამიტომ სასურველია მაგნიუმით, ცილითა და კალციუმით მდიდარი პროდუქტები მიიღოთ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ და ძილის რეჟიმი დაიცვათ.

სასწორი

საყვარელი ადამიანის შენიშვნები ძალიან გაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ ემოციები მოთოკოთ და ის არ გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა. გამოიჩინეთ ინიციატივა და სიმტკიცე და ეძებეთ გზები პოზიციების გასამყარებლად. საკუთარ ფიქრებსა და სიტყვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ — მათ თქვენს წარმატებაზე პირდაპირი გავლენა აქვთ. სავარაუდოდ, იმ პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ, თუმცა ფინანსური საკითხების (სესხი, კრედიტი, დაგეგმვა) განხილვას უნდა მოერიდოთ. კვების მენიუს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და ალკოჰოლს მოერიდეთ.

მორიელი

შემთხვევითი ნაცნობობა შესაძლოა, ნამდვილ სასიყვარულო თავგადასავალში გადაიზარდოს. თქვენს გეგმებს მეგობრებთან ნუ განიხილავთ — შესაძლოა რომელიმე მათგანს თქვენი შურს და ცდილობს ბედნიერების მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. მნიშვნელოვან საქმეებს ნუ მიანდობთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, განსაკუთრებით თუ ხელმძღვანელ პოზიციაზე ხართ. ვარსკვლავები მოულოდნელ ფულად შემოსავალს გიწინასწარმეტყველებენ. ეს შეიძლება პრემია, ბონუსი, ლატარიაში მოგება ან მემკვიდრეობა იყოს. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ თქვენი სახსრები ახლა განსაკუთრებით დაუცველია, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა უნდა შეამციროთ.

მშვილდოსანი

რომანტიკული ფიქრები დილიდანვე აგედევნებათ, წარსულზე დარდი კი მოსვენებას არ მოგცემთ. განწყობის შესაცვლელად კარგი იქნება, თუ მეგობრებს შეხვდებით და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ახლობელ ადამიანებს ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ, თუნდაც საქმეებში იხრჩობოდეთ — ოჯახი თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს. სავარაუდოდ, გაწყვეტილი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ და ძველი ბიზნესპარტნიორები რაიმე ახალ და საინტერესო საქმეს შემოგთავაზებენ. შესაძლოა სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.

თხის რქა

რომანტიკული ოცნებები დროებით დაივიწყეთ — ახლა, პირველ რიგში, ცხოვრების მატერიალურ მხარეზე უნდა იზრუნოთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ამიტომ ძველ ილუზიებს და იმ ურთიერთობებს უნდა დაემშვიდობოთ, რომლებიც აღარაფერს გაძლევთ. ამ დღეს, იღბალი შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს გაუღიმებს და შთაგონება გეწვევათ. მალე ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება — მოსალოდნელია სახელფასო დანამატი, ვალის დაბრუნება ან პრაქტიკული შენაძენი. ბოლოდროინდელმა დაძაბულობამ თქვენი ნერვული სისტემა გამოფიტა — ძალების აღდგენაში ხანგრძლივი ძილი და მცენარეული დამამშვიდებლები დაგეხმარებათ.

მერწყული

დიდი ხანია სოციალური სტატუსის შეცვლაზე ფიქრობთ? ეს პერიოდი ხელსაყრელია გულახდილი საუბრებისა და კომპრომისების მოსაძებნად. თუ პრობლემებს თავად არ შეიქმნით, ეს დღე სასიამოვნოდ ჩაივლის. საღამო ძველი საბუთებისა თუ საოჯახო არქივის მოსაწესრიგებლად გამოიყენეთ. გულწრფელობა გამოიჩინეთ და საკუთარი აზრის გამოთქმის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც ის კრიტიკული იყოს. ცვლილებები ყოველთვის პრობლემებს არ ნიშნავს, ხშირად სირთულეების მიღმა ახალი პერსპექტივები იმალება. ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მან შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

თევზები

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ცოტაოდენი რომანტიკა ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი პანიკას არ მიეცემა და გამოსავალს აუცილებლად იპოვის. მოთმინება გამოიჩინეთ — მალე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ძველი პროექტები კი ნაყოფს გამოიღებს. ფულის გონივრული ხარჯვა დაგროვების საშუალებას მოგცემთ. თუ მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, ვიტამინების შესარჩევად ექიმს მიმართეთ და ძილის რეჟიმი მოაწესრიგეთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია